ენრიკე სერეზო : "ლა ლიგა და კოპა ერთმანეთისგან განსხვავდებიან"

მადრიდის ატლეტიკოს პრეზიდენტის, ენრიკე სერეზოს განცხადებით მისი კლუბი რეალს არაფრით ჩამოუვარდება და ეს ლა ლიგაში დამტკიცდება...


"სამეფო თასზე განცხდილი მარცხით ყველანი უკმაყოფილონი ვიყავით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კოპა და ლა ლიგა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან და ჩვენ ამას დავამტკიცებთ."

"1/2 ფინალში ჩვენი წარუმატებლობა პირველმა მატჩმა განაპირობა, სადაც რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი გავანიავეთ და მეტოქისგან 3 გოლი მივიღეთ საკუთარ კარში. საშინაო არენაზე იმედი მაინც გვგქონდა, მაგრამ 15 წუთში ორი თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მეტისმეტი იყო, რამაც გაგვტეხა და თამაშს აზრი დააკარგვინა."

"ჩვენ შევძელით და კარლო ანჩელოტის გუნდი მათსავე მოედანზე დავამარცხეთ, განმეორებითი შეხვედრა კი კალდერონზე გაიმართება, დარწმუნებული ვარ 3 ქულით აღებას მოვახერხებთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ იმას, რომ "ბლანკოსი" ჩვენზე მაღალი რანგის გუნდი არ გახლავთ."

"ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სასურველი შედეგი დააფიქსირონ და უპრინციპულესი შეხვედრა მოიგონ, თუმცა ჩვენს დაპირისპირებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მანამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ ატლეტიკოს თითოეული გულშემატკივარი ლა ლიგის 26-ე ტურს მოუთმენლად ელის."
dle 10.1

  • Hala
  • 15 თებერვალი 2014
  • 1963
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)