დრო ანჩელოტის სასარგებლოდ მუშაობს

მიმდინარე სეზონის სტარტზე, იტალიელ დამრიგებელს კრიტიკა არ აკლდა.


ჟურნალისტები და გულშემატკივრები თვლიდნენ, რომ „რეალი“ საკმაოდ უფერულად აგორებდა ბურთს და ამაში მათი გამტყუნება არ შეიძლება, თუმცა 2014 წლის დადგომისთანავე, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.კარლომ დანაპირები შეასრულა და „ბლანკოსიც“ შესანიშნავად აბურთავდა, რისი წყალობითაც, მადრიდელების სამივე ტურნირზე მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებიან.

გამოცემა Marca, კარლიტოს რამდენიმე მიღწევას გამოყოფს:

1 - შედეგი: ანჩელოტი თავიდანვე საბრძოლველად განეწყო და მიზნებიც დასახა.ყველაზე უკეთ, სწორედ მას მოეხსენება გუნდის პოტენციალის შესახებ და აქედან გამომდინარე, სამივე გათამაშებაშის მოგებაზე დაიწყო ფიქრო.არსებული სიტუაციიას თუ გადავხედავთ, ის პირნათლად ასრულებს სამუშაოს და ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ მიყავს გუნდი.მოგეხსენებათ, „თეთრები“ სამეფო თასის ფინალში არიან, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, პირველი ადილით მოიპოვეს 1/8 ფინალის საგზური, ხოლო პრიმერაში, მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი დაძლიეს და ლიდერებში გაერივნენ.

2 - ხესე: მოურინიოს ეპოქა რომ გაგრძელებულიყო, უნიჭიერესი შემტევი სხვა გუნდში ამოყოფდა თავს, მაგრამ კარლომ სხვაგვარი და რაც მთავარია, სწორი დამოკიდებულება გამოიჩინა მის მიმართ.ნელ-ნელა ხესეს თავის გამოჩენის შანსი მიეცა და ამ უკანასკნელმაც 7 გოლსა და 6 გადაცემას მოუყარა თავი.

3 - ხარისხის გაუმჯობესება: გამადრიდელების შემდეგ, კარლიტო, დაცვასა და შეტევას შორის ბალანსის ძიებაში იყო.თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან ეს წარმატებით გამოუვიდა - „რეალის“ დაცვა გაუვალია, ხოლო შეტევა ძალზედ სახიფათო.

4 - ალონსოსა და მოდრიჩის დაკავშირება: ერთმა ცნობილმა მწვრთნელმა თქვა - „მითხარით, ვინ არიან თქვენი ნახევარმცველები და გეტყვით, როგორ თამაშობთ.“ იტალიელმა ბრწყინვალედ გამოიყენა შემადგენლობის რესურსი და ესანელი-ხორვატის ტანდემით, საოცარი ატმოსფერო შექმნა მოედანზე.

5 - გულწრფელობა: ანჩელოტი ყოველთვის ამბობს, რომ მისი გუნდის მიზანია, სანახაობრივი ფეხბურთის თამაში და არასოდეს იშველიებს გამამართლებელ არგუმენტებს (მაგ: მსაჯობა ან რთული კალენდარი), როდესაც მისი გუნდი ცუდად აგორებს ბურთს.

6 - ანხელიტოს დაბრუნება: თითქოს დი მარიას მადრიდიდან გადაბარგება დროის საკითხი იყო, მაგრამ ნურას უკაცრავად, ბოლო 1 თვის განმავლობაში, არგენტინელი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბა.ტაქტიკური გადაადგილებების წყალობით, ანჩელოტიმ ფეხბურთელი „დააბრუნა.“

7 - მშრალი სერია: მეკარეების როტაციით, „რეალის“ კარის აღებას, დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ ახერხებდა.

8 - დაცვის ჰარმონია: სეზონის პირველ ტურებში, პეპე და რამოსი საშინლად გამოიყურებოდნენ, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დადგა.ანჩელოტიმ მოახერხა დიდებული დაცვითი ხაზის შექმნა.

9 - BBC: ბენზემას, ბეილისა და რონალდუს ტრიოს, დიდი სარგებელი მოაქვს გუნდისათვის.მათ ანგარიშზე უკვე 62 გოლია და ისინი გაჩერებას არ აპირებენ.

10 - სიმშვიდე: მადრიდულ გრანდში ისეთი სიმშვიდეა, როგორც არასდროს.ფეხბურთელებს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ დამრიგებელთან და გაორმაგებული ენერგიით ასრულებენ მის მითითებებს.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)