ახალი როლი მოდრიჩს

ახალი როლი მოდრიჩს


1 წლის წინ, "მადრიდის რეალის" ყოფილმა თავკაცმა, ერთადერთმა და განუმეორებელმა ჟოზე მოურინიომ, თანხის მხრივ ერთ-ერთი ყველზე ცუდი ტრანსფერი გააკეთა. კერძოდ, "ტოტენჰემიდან" ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი გადმოიყვანა გუნდში. სწორედ ამ აზრზე იყო პირველი თვეები სრულიად მადრიდული ინჩადა, მაგრამ მათი დამოკიდებულება მალევე საგრძნობლად შეიცვალა.

ცოტა ხნის წინათ, მადრიდის "რეალის" ექს–ფეხბურთელმა, პრედრაგ მიატოვიჩმა, შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ამჟამად მოდრიჩი "რეალში" ერთ–ერთი წამყვანი ფიგურაა. ის დიდებულ ფორმაში იმყოფება, მიუხედავად კლუბზე გავრცელებული ზეწოლისა. ლუკა არამარტო პრესის ზეწოლას უძლებს, არამედ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად "სამეფო კლუბის" საუკეთესო ფეხბურთელია".

1 წლის წინათ, ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ "მარკამ", ჩაატარა გამოკითხვა თუ ვინ გახლდათ 2012 წლის ყველაზე ცუდი ტრანსფერი, სადაც "ბარსელონას" და "რეალის" ფეხბურთელები, ლუკა მოდრიჩი და ალექს სონგი დომინირებდნენ.

ხორვატმა ნახევარმცველმა კარგად იცოდა, თუ სად მიდიოდა. გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მას უდიდესი კონკურენცია ელოდა "სამეფო კლუბში", მის პოზიციაზე ხომ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველები ირჯებოდნენ: ხაბი ალონსო, სამი ხედირა და მესუთ ოზილი.
ლუკას მონდომება და ჟინი შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა. დროთა განმავლობაში ნათელი ხდებოდა, რომ იგი გუნდს კარგად ერგებოდა და ადაპტაციას გადიოდა. ამ წინსვლას ხედირას უმძიმესი ტრავმაც დაემატა, სანაკრებო ბატალიებზე და მოდრიჩმა "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ამოყო თავი.


თავდაპირველად, ისეთი შტაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ ანჩელოტი მოედნის ცენტრში ასიერ ილარამენდის და ხაბი ალონსოს გაამწესებდა. გულშემატკივართა აზრით, ბასკები იდეალურად შეეწყობოდნენ ეთმანეთს და ცენტრიც საიმედი იქნებოდა. პირველ მატჩში, ალმერიასთან(5–0) სწორედ ბასკების დუეტი ვიხილეთ მოედანზე. ერთი შეხედვით ილარა გუნდისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა გამხდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მოვლენების განვითარებას, ხაბი ალონსოს მძიმე ტრავმაც დაემატა და მოდრიჩს ძირითადისკენ გზა გაეხსნა.

სწორედ ამ პერიოდიდან იწყება, გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურის დაბადება.
თითოეულ თამაშში, ლუკა მოდრიჩი მაყურებელს განსხვავებულ სათამაშო სტილს სთავაზობდა. იგი უფრო ლამაზად, პროფესიონალურად და მოხდენილად ათამაშდა. მისი თითოელი მოძრაობა და ბურთთან შეხება, სანახაობრივი და სახიფათო გახლდათ.
იგი სიზუსტის მექანიზმად იქცა გუნდში, ხოლო ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული მიისაკუთრა. მოდრიჩის მთავარი პლიუსი სისწრაფე, შეტევითი უნარი და ბურთის შენარჩუნებაა. მისთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენს მეტოქის მოტყუება, გრძელი თუ მოკლე პასის გაკეთება და სახიფათო მომენტების შექმნა. მიუხედავად მისი შეტევაში აქტიური მონაწილეობისა, მას საოცრად სწრაფად შეუძლია, კონტრიერიშის დროს დაცვაში ჩასვლა და მცველის ანდაც ჩამშლელის ფუნქციების მორგება. ასეთი უნივერსალური ფეხბურთელი კი გუნდისთვის ორმაგად ფასობს. ფაქტი სახეზეა ხორვატმა უდიდესი პროგრესი განიცადა 2012 წლის შემდეგ და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა.

ახალი როლი მოდრიჩს


როგორც ხედავთ, სურათზე მოდრიჩის 2012/2013 და 2013/14 წლის სეზონების მონაცემბია ნაჩვნები, მონაცემები რომელთა უმეტესობა გაუმჯობესებულია.

პირველი მაჩვენებელი ლუკას თამაშში ჩართულობას გვიჩვენებს. როგორც ხედავთ, იგი საკმაოდ სტაბილურად ინარჩუნებს ძირითადს, წინა წლისგან განსხვავებით, რომელიც მისი კარგი თამაშის ხარჯზეა მიღწეული.

მეორე მაჩვენებელი ინტერპრეტაციებს, ანუ თავით თამაშს ასახავს. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელიც გზრდილია 1.4_იდან 1,7_ამდე.

მესამე კოეფიცინეტი ახსნას არ საჭიროებს. კარში დარტყმების რაოდენობა 1_იდან 1,2 ამდეა გაზრდილი. აქვე მინდა გითხრათ, რომ "ტოტენჰემში" დარტყმების კოეფიციენტი 2,3 ამადე აღწევდა.

მეოთხე კომპონენტში, ლუკას შედეგი გაორმაგებული აქვს. 2012/2013 წლების სეზონში, იგი 3-ჯერ აწვიდად ბურთს მეტოქის საჯარიმოში, ხოლო 2013/2014 წლების სეზონში, ერთ მატჩში საშუალოდ 6 ჯერ აკეთებს გადაცემას საჯარიმოში.

აღსანიშნავია გადაცემების სიზუსტეც საჯარიმოში, რომლის პროცენტული მაჩვენებელი 87.7%_იდან 90%_ამდეა გაზრდილი.


ასეთი გენიალური თამაშის ფონზე, ცოტა არ იყოს გასაკვირია, რომ მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი წლევანდელ სეზონში, როდესაც წინა სეზონში 3-ჯერ აიღო მექტოქის კარი.

ეჭვგარეშეა, რომ მოდრიჩს აქვს უნარი, აკონტროლოს მთლიანი სტადიონი, გააკეთოს ფანტასტიკური გადაცემები საჯარიმოში და ფლანგებზე.
ამ ყველაფრის შემდეგ, თითოეულ მადრიდისტას შეუძლია, ხორვატი ნახევარმცველით იამაყოს და ხმამაღლა თქვას, რომ ლუკა გუნდის განუყოფელი ნაწილია.


წყარო: Merengues.ru dle 10.1

  • nick2010
  • 13 თებერვალი 2014
  • 1558
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)