მე-7 „ელ კლასიკო“

ესპანეთის სამეფო თასის ისტორიის განმავლობაში, „რეალისა“ და „ბარსელონას“ გზები მეშვიდედ გადაიკვეთა ფინალში.


საინტერესოა, რომ განვლილ 6 შემთხვევაში, პირინეული ფეხბურთის ბობოლებმა თანაბრად გადაინაწილეს თასები.თუ ვის ერგება მეშვიდე „კოპა,“ 19 აპრილს, „მესტალიაზე“ გახდება ცნობილი.

პირველი დაპირისპირება: 1936 წლის 21 ივნის, სამოქალაქო ომის დაწყებამდე 1 თვით ადრე, მადრიდელთა და კატალონიელთა ჯახს „ვალენსიას“ საშინაო არენამ უმასპინძლა.პირველი 12 წუთის განმავლობაში, „თეთრებმა“ ეუგენიოსა და ლეკუეს წყალობით, ორჯერ გაიტანეს, რასაც ტაიმის ბოლოსკენ, სტუმრების ერთი ბურთი მოჰყვა.დარჩენილი დროის განმავლობაში, ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა.აღსანიშნავია, რომ ეს იყო რიკარდო ზამორას ბოლო თამაში დედაქალაქურ გრანდში.

მეორე - 21/06/1968: ამჯერად, „კულეებმა“ მინიმალური ანაგრიშით (0-1) დაამარცხეს მადრიდისტები და ჩემპიონობაც იზეიმეს, თუმცა ფეხბურთის ქომაგებს, ანტონიო რიგოს ცუდი მსაჯობით დაამასოვრდათ ეს მატჩი, რომელმაც მადრიდელთა სასარგებლოდ ორი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

მესამე - 19/06/1974: ერთ-ერთი გამორჩეული ფინალი „ბლანკოსის“ ისტორიაში.„ვისენტე კალდერონზე“ გამართულ პაექრობაში, არც მეტი არც ნაკლები, 4 უპასუხო გოლი გაუტანეს „ბლაუგრანას.“პრინციპული მეტოქის რღვევა, სანტილიანამ დაიწყო, რომლისგანაც რიბუნიანიმ, აგილარმა და პირიმ აიღეს მაგალითი.ხსენებული მატჩი ბოლო იყო ზოკოს კარიერაში, რომელიც „თეთრების“ რიგებში 318-ჯერ გამოვიდა მწვანე მინდორზე.ნიშანდობლივია, რომ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, კაპიტანმა გროსომ, მწვრთნელს ზოკოს შემოყვანა სთხოვა და მას სამკლავურიც დაუთმო.შედეგად, 12 წლიანი მადრიდული კარიერის დასასრულს, ზოკომ აწია თასი კვარლცხბეკზე.

მეოთხე - 04/06/1983: ალფრედო დი სტეფანოს დარიგებულებმა, 89-ე წუთზე დაკარგეს ტიტულის მოგების შანსი.მანამდე, მუნიოსის გოლს, სანტილიანამ უპასუხა.

მეხუთე - 05/04/1990: საუკეთესო კონდიციებში მყოფ „ბარსელონასთან,“ მადრიდელებმა 0-2 წააგეს.ეს დაპირისპირებაც ვალენსიაში შედგა.

მეხუთე - 20/04/2011: კვლავ „მესტალიაზე“ შემდგარ დაპირისპირებაში, „თეთრებმა“ ექტრა ტაიმში, რონალდუს თავურით მოიპოვეს თასი.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)