კარლოს მესამე და ბეილის პირველი

უკვე წლებია, რაც კარლო ანჩელოტი სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული.


ამ პერიოდის განმავლობაში, კარლიტოს დამოძღვრილების ანგარიშზე მხოლოდ 2 ქვეყნის თასი ირიცხება.2002/03 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე 3 დღით ადრე, „მილანთან“ ერთად „კოპა იტალია“ იზეიმა, ხოლო 2010 წლის 9 მაისს, „ჩელსის“ დამრიგებლის რანგში, პრემიერ ლიგის ოფიციალურად გაფორმებამდე, „კარლინგ Cup“-ს დაეუფლა.

მადრიდში გადმოვსლის პირველივე სეზონში, ანჩელოტის შანსი აქვს, „კოპა დელ რეიც“ მიუმატოს თავის „გარდერობს“: „თასი მნიშვნელოვანია, თუმცა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა უფრო პრიორიტეტული ტურნირებია“ - განაცხადა კარლომ, თუმცა ფინალში გასული „რეალი,“ ნებისმიერ მოწინააღმდესთან ბოლომდე იბრძოლებს.

ბეილის პირველი სერიოზული ფინალი
„დეზების“ რიგებში მოასპარეზე უელსელი, ნამდვილად არ ყოფილა განებივრებული ფინალურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებით.2008 წელს, ლაზარეთში ყოფნის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა და „კარლინგ Cup“-ზე „ტოტენჰემს“ ტრიუმფს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, ხოლო 2009 წელს, როდესაც ლონდონელებს კრიშტიანუს „მანჩესტერი“ დაუპირისპირდა გადამწყვეტ დაპირისპირებაში, ბეილი 98-ე წუთზე შემოვიდა მწვანე მინდორზე, თუმცა პენალტების სერიაში მისი თანაგუნდელები ვერაფერს გახდნენ.

მაშასადამე, ესპანეთის სამეფო თასის ფინალი, გარეთისათვის ერთობ მნშვნელოვანია, რამეთუ მას კარიერაში პირველი ტიტულის მოპოვების იდეალური შანსი აქვს.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)