კრისტიანო რონალდო მაინც ბომბარდირია

კრისტიანო რონალდო მაინც ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა სიას. მას უკან მოჰყვებან ედინ ძეკო, მილოშ კრასიჩი და ნიკოლას ანელკა.


"ვოლფსბურგის" ფორვარდმა ძეკომ, "ცსკა"–ს ნახევარცველმა კრასიჩმა და "ჩელსის" ფორვარდმა ნიკოლას ანელკამ გაიტანეს თავიანთი მესამე გოლი ჩემპიონთა ლიგაზე და მიუახლოვდნენ კრისტიანო რონალდოს, რომელსაც ოთხი გოლი აქვს მიმდინარე გათამაშებაში.

ძეკომ და კრასიჩმა გუშინდელ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს "ცსკა" და "ვოლფსბურგი" ხვდებოდნენ შეძლეს გოლების გატანა. კრასიჩის გოლით მოიპოვეს რუსებმა გამარჯვება. ნიკოლას ანელკამ კი "პორტუს" კარში გაიტანა ერთადერთი გოლი და "ჩელსის" პირველი ადგილი გაუფორმა. სამი გოლი ასევე გატანილი აქვთ: სესკ ფაბრეგასს "არსენალიდან", ალან ძაგოევს "ცსკა"–დან, ადრიან მუტის "ფიორენტინადან" და გრაფიტეს "ვოლფსბურგიდან".

ოთხი გოლიკრისტიანო რონალდო ("რეალი")

სამი გოლი – სესკ ფაბრეგასი ("არსენალი"), ალან ძაგოევი და მილოშ კრასიჩი (ორივე "ცსკა"), ანელკა ("ჩელსი"), მუტუ ("ფიორენტინა"), ძეკო და გრაფიტე (ორივე "ვოლფსბურგი")

ორი გოლი – ნასრი ("არსენალი"), აგუერო ("ატლეტიკო"), პედრო ("ბარსელონა"), მიულერი ("ბაიერნი"), დროგბა და კალუ (ორივე "ჩელსი"), რუდოლფი და კულიბალი (ორივე "დებრეცენი"), იოვეტიჩი და ჯილარდინო (ორივე "ფიორენტინა"), სიანი და შამახი (ორივე "ბორდო"), სტანკოვიჩი ("ინტერი"), სქოულზი და ვალენსია (ორივე "მანჩესტერი"), ინძაგი და პატო ("მილანი"), იგუაინი და რაული ("რეალი"), დომინგესი ("რუბინი"), ლუიშ ფაბიანო, სკილაჩი და ნავასი ("სევილია"), იოვანოვიჩი ("სტანდარტი"), კუზმანოვიჩი ("შტუტგარტი")

ავტოგოლები – რიკარდო ვილანა ("უნირეა") "რეინჯერსის" წინააღმდეგ, ლუსიო ("ინტერი") "დინამო კიევის" წინააღმდეგ, მაკკალოხი ("რეინჯერსი") "უნირეას" წინააღმდეგ, ლაფერტი ("რეინჯერსი") "უნირეას" წინააღმდეგ, სიანი ("ბორდო") "ბაიერნის" წინააღმდეგ, ალვარო პერეირა ("პორტუ") "აპოელის" წინააღმდეგ, პერეა ("ატლეტიკო") "ჩელსის" წინააღმდეგ, დრაგუტინოვიჩი ("სევილია") "უნირეას" წინააღმდეგ.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 26 ნოემბერი 2009
  • 4007
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)