დიეგო სიმეონე: "მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ"

დიეგო სიმეონე: "მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ"


„ატლეტიკოს“ დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ, სამეფო თასიდან გამოთიშვის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.


რა არის გუნდის მიზანი თასიდან გამოვარდნის შემდეგ?

"რა თქმა უნდა, არ შეიძლება ბედნიერი იყო ტურნირიდან გამოვარდნისას. წინა წელს ეს ტიტული მოვიგეთ, ხოლო წელს ნახევარფინალში გავედით. ვფიქრობ, ბევრი დეტალის გათვლა უკეთესადაც შეიძლებოდა."

ცოტათი მაინც თუ გჯეროდათ "ქამბექის"?

"ჩვენ უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით. ამიტომაც, შანსი სხვა ფეხბურთელებსაც მივეცი."

ჰქონდა გუნდს რაიმე სერიოზული შეცდმომები თამაშის დროს?

არა. თავს უფლება მივეცი ცოტაოდენი ექსპერიმენტებისა, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. რაც შეეხება "ბერნაბეუზე" მატჩს, უბრალოდ არ გაგვიმართლა. რამდენიმე შანსი გვქონდა, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა, სამაგიეროდ, კი, სამი გოლი მივიღეთ საკუთარ კარში. განმეორებით შეხვედრაში მეტი სიფრთხილე გვმართებდა.

რა იყო თამაში გეგმა "რეალის" წინააღმდეგ?

რა თქმა უნდა, შენ არ შეგიძლია გახვიდე მოედანზე და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანო მოწინააღმდეგეს. კოკეს, სოსას და მარიოს დახმარებით ვცდილობდით საჰაერო ბურთები მოგვეგო და შეტევა წყნარად წამოგვეწყო. ასევე ინსუას და მანკილიოს უნდა ეაქტიურათ და დახმარებოდნენ ფლანგებს, მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ვგეგმავდით. დამიჯერეთ, არ არის ადვილი ასე თამაში. მეორე ტაიმში, სიტუაცია გამოსწორდა და ჩვეულ სტილში გავაგორეთ ბურთი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)