რეპეტიცია „კალდერონზე“

კარლიტოს პირველი ფინალი „რეალის“ მწვრთნელის რანგში.


მაშასადამე, სამეფო თასის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია.ორი მატჩის ჯამში, „თეთრებმა“ 5-0 დაამარცხეს „როხიბლანკო“ და დამსახურებულად ელოდებიან მომავალ მეტოქეს.

განვლილი დაპირისპირების წინ, „მატრასნიკები“ ბუმბერაზ ფრაზებს აბრახუნებდნენ პრესის ფურცლებზე, თუმცა გუნდის სასტარტო შემადგენლობიდან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმისტ ქომაგსაც დაეკარგა მატჩისადმი ინტერესი.ადგილობრივებმა მოვალეობის მოხდის მიზნით შეავსეს სტადიონის ტრიბუნები.ისინი მინიმუმ პრესტიჟის გოლს ელოდებოდნენ ყველაზე პრინციპულ მოწინააღმდეგესთან, თუმცა ამაოდ.სიმეონეს დარიგებულებმა ზედიზედ მესამე თამაში წააგეს, რაც სეზონის ყველაზე რთული ეტაპის წინ, საშინელი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ანჩელოტის, იტალიელი ყოველი შემთხვევისთვის, დიდი სიფრთხილით მიუდგა თამაშს.ნახევარდაცვაში საიმედო ტრიო დააყენა, რომელთაც თამაში უნდა გაეკონტროლებინათ და ასეც მოხდა.

რონალდუ პენალტებით დაბრუნდა
მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, კრიშტიანუმ გოლების გატანა დაიწყო.მე-7 წუთზე, საჯარიმოში შესული რონალდუ, მცირე კონტაქტით ვიზავიმ შეაჩერა.შესაძლოა, მალენკოს არ მიეთითებინა პენალტის ნიშნულისაკენ, თუმცა მას ამის საბაბი ჰქონდა და პორტუგალიელის წაქცევისთანავე სასტვენის ხმაც გაისმა.„ელ ფერარი“ კუთხე გამოუცნო არანსუბიამ, თუმცა დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მასზე რეაგირების მოხდენის შანსი არარსებობდა.
მე-16 წუთზე, მალენკომ მეორე თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ამჯერად ბეილის წაქცევისათვის.რა თქმა უნდა, ბურთთან ისევ კრ7 მივიდა და სხვაობაც ორამდე გაიზარდა.

ილიარა-ალონსო-მოდრიჩი
ბოლოდროინდელი წარმატებული გამოსვლის შემდეგ, დასვენების საშუალება მიეცა დი მარიას.მოედნის შუა ნაწილში, კარლომ დაცვითი სტილის ფეხბურთელებზე გააკეთა აქცენტი და ეს გასაგებიც იყო.სამეულმა ჩვეულ სტილში იმუშავა.ბურთის გორაობა და მეტოქის შეჩერება, უმეტესად ნაყოფიერად მოახერხეს.ვფიქრობ, მათ განსაკუთრებული მომენტებითა და თამაშიც ვერ დაგვამახსოვრეს თავი, თუმცა მწვრთნელის დავალება ზედმიწევნით შეასრულეს.

დაცვის ფრთები
როგორც ჩანს, მარსელო და კოენტრაუ ბოლომდე მზად არ იყვნენ და ამიტომაც, მარცხენა ფლანგზე არბელოას მოუწია დადგომა, რომელმაც კარგად გაართვა თავი საკუთარ მოვალეობებს.აქვე მინდა გამოვყო კარვახალის პროგრესი თავდაცვის დროს.ეს ბიჭი დღითი-დღე უფრო იხვეწება უკან თამაშის დროს, რაც ერთობ სასიხარულოა.

ვარანი და ნაჩო
მიუხედავად დიდხნიანი უქმობისა, შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებშია რაფა ვარანი, რომელმაც სრულფასოვნად შეცვალა პეპე და გადამწყვეტ მომენტებში საუკეთესად წარმოაჩინა თავი.მისი ასეთი ასპარეზობა, უკანა რგოლში ჯანსაღი კონკურენციის მომასწავებელია, რამაც უწინარეს ყოვლისა, გუნდის წისქვილზე უნდა დაასხას წყალი.რაც შეეხება ნაჩოს, ის მეორე ნახევარში შემოვიდა რამოსის ნაცვლად, რათა ამ უკანასკნელს ყვითელი არ მიეღო და ფინალი არ გამოეტოვებინა.ჩემი აზრით, ფერნანდესმაც დამაკმაყოფილებლად გააგორა ბურთი, თუ არ ჩავთვლით 1-2 პოზიციურ შეცდომას.

პირველი ტაიმი
სამეფო კლუბი პირველივე წუთებიდან მშვიდი და ნეიტრალური თამაში შეთავაზა „ატლეტიკოს,“ რაზეც მასპინძლები დათანხმდნენ, რამეთუ სხვა არაფრის რესურსი გააჩნდათ.აღსანიშნავია, რომ „რეალის“ გოლის შემდეგ, მათაც შეეძლოთ გატანა, თუმცა ნათქვამია ძლიერებს უმართლებთო და რაულ გარსიაც აუღებელი დარტყმა სან.იკერის ძელს მოხვდა.ამის გარდა, საგულისხმო არაფერი მომხდარა.ბურთი ძირითადათ მოედნი ცენტრში ტრიალებდა და გუშემატკივრებისთვის არცთუ ისე საინტერესო სანახაობა მიმდინარეობდა.
ტაიმის მიწურულს, რონალდუსთან საჰაერო ორთაბრძოლის დროს, მოედანზე საშინელი ვარდნა განახორციელა მანკულიომ.ერთი შეხედვით, საქმე საზარელ ტრავმასთან გვქონდა, თუმცა საბედნიეროდ, ფეხბურთელი წამოდგა და თავისი ფეხით დატოვა მინდორი.
რეპორტაჟის რეჟისორებს არ გამორჩენიათ მომენტი, როდესაც გასახდელისკენ მიმავალ კრიშტიანუს, ტრიბუნიდან სანთებელა ესროლეს.ალბათ, ამაზე შესაბამისი სამსახური ადეკვატურ რეაქციას გამოავლენს.

ისკოოო, პასიიი, პასიიი
3:0-იდან გამომდინარე, ანჩელოტიმ ექსპერიმენტის ჩატარების უფლება მისცა თავს და საწყისი წუთებიდან, ისკო დააყენა ცრუ „ცხრიანზე.“ვერ გეტყვით, რომ ყოფილი მალაგელი ეფექტურობით ან პროდუქტიულობით გამოირჩა, მაგრამ არც არაფერი გააფუჭებია.ვფიქრობ, თუ ის ინდივიდუალურ თამაშზე წინ გუნდურს არ დააყენებს, შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მწირი ექნება.რატომღაც, რიგ ეპიზოდებში ბურთთან განშორებაზე უარს ამბობს და პირდაპირ 2-3 მეტოქის მოტყუებაზე მიდის, რაც არასწორი თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს.შემადგენლობაში მრავლად არიან პასში გაწაფულები და მათგან უნდა მიიღოს პრაქტიკა.

მეორე ნახევარი
არც შესვენების შემდეგ შეცვლილა სურათი.უმეტეს შემთხვევაში, ბურთს „რეალი“ ფლობდა, თუმცა „ატლეტიკოსაც“ ეძლეოდა იერიშების განხორციელების საშუალება, მაგრამ დიდი ვერაფერი მოახერხეს.გამოსარჩევია, ბეილის სახიფათო დარტყმა საჯარიმოდან, რომელიც არანსუბიამ მოიგერია და რონალდუს ჰეთ-თრიქის შანსი, რომელიც ასევე არანსუბიამ აღკვეთა.

იკერი იკერობს
შეხვედრის მიწურულს, „როხბილანკოელმა“ როდრიგესმა კაპიტნის კარის მიმართულებით გაისროლა, თუმცა კასილიასი სრულ მზადყოფნაში დაუხვდა ბურთს და შესანიშნავი მოგერიებაც გამოაცხო.იკერმა უგოლოდ გაიყვანა გუნდის ფინალში, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

ბედნიერი ლუკა
ხორვატი მეორე ტაიმში შეცვალეს და სანამ თავის ადგილს დაიკავებდა, ჯერ ზურგით მდგარი კარლიტო მოაბრუნა და ხელი ჩამოართვა, ხოლო შემდეგ აღნიშნული „რიტუალი,“ სათადარიგოზე მსხდომ ყველა ფეხბურთელთან თუ მწვრთნელთან გაიმეორა.როგორც ჩანს, ის ბედნიერ/კმაყოფილია საკუთარი თამაშით.

იმედის მომცემი კაზე
ბრაზილიელს 20 წუთზე მეტი ერგო და შეიძლება ითქვას, კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.კაზემირომ ბევრი ირბინა და რამდენჯერმე ჭკვიანური თამაშითაც დაგვამახსოვრა თავი.მის თითოეულ ქმედებაში ჩანს, რომ დიდი პოტენციალის მატარებელია.

და ბოლოს, როგორც იცით, „თეთრები“ 3 მარტს, უკვე პრიმერა დივიზიონის ფარგლებში დაბრუნდებიან „კალდერონზე.“რასაკვირველია, მომავალ დაპირისპირებას სხვა დატვირთვა ექნება, თუმცა ანჩეს ბიჭებს რეპეტიცია გავლილი აქვთ და შედარებით გაუადვილდებათ „ატლეტიკოსთვის“ სუსტ ადგილებზე დარტყმის მიყენება.

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)