დონ სანტიაგო ბერნაბეუ - ადამიანი ლეგენდა

ადამიანი, რომელმაც მადრიდის „რეალი“ მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე აიყვანა. ადამიანი, რომლის სახელიც სამუდამოდ იქნება ჩაწერილი ოქროს ასოებით კლუბის ისტორიაში. ადამიანი, რომელმაც გუნდში დი სტეფანო, პუშკაში, ხენტო და მუნიოსი მოიყვანა. მაშ ასე, დონ სანტიაგო ბერნაბეუ - ადამიანი ლეგენდა.


ახალგაზრდობა


სანტიაგო ბერნაბეუ დე იესტე, 1895 წლის 8 ივნისს, ალმანსეში დაიაბდა, ვალენსიელი ადვოკატის ხოსე ბერნაბეუსა და სენიორა ანტონია დე იესტე ნუნიესის ოჯახში. პატარა ასაკში სანტიაგო გადავიდა მადრიდში თავის დასა და სამ ძმასთან ერთად: იზაბელი, ხოსე, ანტონიო და მარსელო. სანტიაგომ „ავგუსტინ სან ლორენცოს“ სახელობის კოლეჯში ჩააბარა, სადაც დაიწყო შესწავლა „როგორ ვითამაშოთ ფეხბურთი სწორად.“ მას მოსწონდა მეკარეობა, მაგრამ საკადრო პრობლემების გამო თავდასხმაში მოუწია თამაში. ამ ყველაფრის შემდეგ მან გეზი „კარდინალ სისნეროს“ ინსტიტუტისკენ აიღო, სადაც მოიპოვა საბაკალავრო სტიპენდია. 1909 წელს, 14 წლის ასაკში, მას გაუჩნდა ოცნება, რომ ეთამაშა მადრიდის „რეალში“, რაღა თქმა უნდა ახალგაზრდულ კლუბში. სანტიაგო იყო ერთ-ერთი იმ მოყვარულთაგანი, რომლებიც ყოველ საღამოს დადიოდნენ, რათა კარგ ფორმაში მოეყვანათ მინდორი. დონ პედრო პარახესმა საკუთარი ჯიბიდან გაიღო ფული, რომ ეყიდათ ხის ჭიშკარი, რომელიც შემოსაზღვრავდა მოედანს. 17 წლის ასაკში, 1912/13 წლების სეზონის მიწურულს, იგი გადავიდა პირველ გუნდში, სადაც თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე 1928 წლამდე.

ინსტიტუტის დასრულები ს შემდეგ სანტიაგო სწავლობდა მადრიდის „ცენტრალურ უნივერსიტეტში“ სადაც ადვოკატის სტატუსი მიიღო. იმის მიუხედავად, რომ ბერნაბეუ ითვლებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად კლუბში, მას არც ერთი მატჩი არ ქონდა ჩატარებული ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორმით.

1928 წელს, პირველ გუნდში გატარებული 15 წლის შემდეგ მან დაასრულა საფეხბურთო კარიერა. ამის შემდეგ მან ტექნიკური დირექტორის დონ ხოსე ბერაონდოს ადგილი დაიკავა. 1935 წლამდე სანტიაგო სხვადასხვა საქმეს ასრულებდა კლუბში, იყო დამხმარე მწვრთნელი, მწვრთნელი, ნდობით აღჭურვილი პირი და დირექტორი.

რესპუბლიკა და სამოქალაქო ომი


ესპანეთის სამოქალაქო ომი (1936-39წ.) შეეხო ესპანურ ფეხბურთსაც. ომის პერიოდში გაუქმებული იყო ნაციონალური ჩემპიონატი და ყველა ოფიციალური შეჯიბრი. ბერნაბეუ იყო სედა-ს დიდი გულშემატკივარი. სწორედ ამის გამო იგი კომუნისტური პარტიის შავ სიაში იყო მოხვედრილი. ამიტომ მან გადაწყვიტა გაქცეულიყო „ნაციონალურ ზონაში“. ბერნაბეუ ჩაეწერა ნაციონალურ არმიაში 150-ე დანაყოფში „არაგონის ფრონტში“, რომელსაც სათავეში ედგა გენერალი მუნიოს გრანდესი. სანტიაგო მონაწილეობდა კატალონიის კამპანიაში და დაჯილდოვებული იქნა კომპანიის არმიის მედლით.

ომის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბებმა წვალებით დაიწყეს ფეხზე წამოდგომა. მადრიდის „რეალის“ სიტუაცია კრიტიკული იყო. სამოქალაქო ომმა თითქმის სრულიად გაანადგურა გუნდი, აღარ იყო ფული, ფეხბურთელები, ფორმები, ბურთები და ასე შემდეგ, ამას დაემატა ისიც, რომ არმია მადრიდის „ატლეტიკოს“ გულშემატკივარი იყო და გუნდს „ატლეტიკო ავიასონ“ ეწოდა.

1943 წლის 15 სექტემბერს სანტიაგო ბერნაბეუ არჩეული იქნა სამეფო კლუბის პრეზიდენდატ. ეს საპატიო ადგილი მას ეკავა გარდაცვალებამდე, 1978 წლის 2 ივნისამდე.
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი.

მალევე სანტიაგო ბერნაბეუმ მუშაობა „ახალი ჩამარტინის“ დახმარებით ახალ სპორტულ ქალაქზე დაიწყო, სადაც ფეხბურთელებს შეეძლებოდათ ეცხოვრათ და ევარჯიშათ ყოველდღიურად. რაიმუნდო საპორტასთან ერთად (მისი „მარჯვენა ხელი“) ბერნაბეუ მართავდა კლუბის სხვა სპორტულ მხარესაც : კალათბურთს, ხელბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი და აერობიკა. 1947 წლის 14 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა „ახალი ჩამარტინა“ ამხანაგური მატჩით მადრიდის „რეალსა“ და პორტუგალიურ „ბელენენსეს“ შორის, რომელიც ესპანური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 3-1, დასრულდა.

1952 წელს „მადრიდის რეალმა“ 50 წლის იუბილეზე მიიწვია კოლუმბიური კლუბი „მილიონარიოსი“. ბერნაბეუს გუნდი წაგებულად ითვლებოდა, ყველა ფიქრობდა, რომ ესპანური კლუბი ვერ გაუძლებდა კოლუმბიური გუნდის სასწაულ შემტევებს, მაგრამ მადრიდელებმა 4-2 იმარჯვეს. იმ მატჩში ალფრედო დი სტეფანომ 2 გოლი გაიტანა.

დონ სანტიაგომ მადრიდის ოქროს ერა წამოიწყო, მან მოიყვანა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ პაკო ხენტო, ლუის მოლოვნი, ხოსე სანტამარია, მიგელ მუნიოსი, რაიმონ კოპა, ხოსეიტო, ხოსე ეკტორ რიალი და ფერენც პუშკაში.

1955 წლის 4 იანვარს მადრიდის „რეალის“ დირექტორთა შეკრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. გადარქმეოდა სახელი „ახალ ჩამარტინს“. მისი ახალი სახელი „სანტიაგო ბერნაბეუ“ იქნებოდა. დონ სანტიაგოს ეს იდეა არ მოეწონა, ცდილობდა შეეცვალა დირექტორთა აზრი რადგან „ჩამარტინი“ მისი სიცოცხლის ნაწილი გახლდათ.

რამდენიმე წლის შემდეგ ნაციონალური ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ბერნაბეუს მოუვიდა იდეა, რომ შექმნილიყო ევროპული ტურნირი, სადაც საკუთარ ქვეყანაში გაჩემპიონებული გუნდები მიიღებდნენ მონაწილეობას. ბევრმა ეს აზრი იდიოტობად ჩათვალეს. საბოლოოდ „უეფას“ მოეწონა ეს იდეა და ორგანიზება გაუკეთა ამ ტურნირს.

პირველი 5 წლის განმავლობაში მადრიდის „რეალი“ დაუმარცხებელი იყო ამ ტურნირზე. ესპანელებს კონკურენცია მხოლოდ „ლიდს იუნაიტედთან“ უწევდა. ამ დროს გაზეთი „L`Equipe“ წერდა : „ მადრიდის „რეალი“ სეირნობს ევროპაში, როგორც ნამდვილი ვიკინგი, იგი ანადგურებს ყველას და ყველაფერს რაც წინ გაეღობება.“

იმ დროს მხოლოდ 2 კლუბი „სელტიკი“ და „სტიაუა“ გახლდათ გუნდები, რომლებსაც არ ყავდათ ლეგიონერები. მადრიდული გუნდი დაკომპლექტებული იყო არა მხოლოდ ესპანელი ფეხბურთელებით.

დონ სანტიაგო ყოველთვის იყო მოკრძალებული და მორიდებული პიროვნება. დადის ლეგენდა, რომ მან უარი თქვა ხელფასზე, რომელიც პრეზიდენტობის დროს უნდა მიეღო. და სიცოცხლის ბოლო დღეებში უარი თქვა პენსიაზე, რომელსაც მისი მეუღლე მიიღებდა გარდაცვალების შემთხვევაში. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როდესაც მას სახლში გაზეთები მიუტანეს, იგი ხაზინაში წავიდა და ამ გაზეთების ფული გადაიხადა. იგი ოფიციალურად შეხვედრებში ძალზედ ძველი და გაცვეთილი პიჯაკით დადიოდა, კლუბმა მას ახალი პიჯაკი აჩუქა.
მიუხედავად სანტიაგო ბერნაბეუს მძიმე დაავადებისა, მან არ მიატოვა პასუხისმგებლობა. როდესაც იგი ბოლოჯერ ადევნებდა თვალს კლუბის მატჩსს, გოლის გატანისას გულშემატკივართა აპლოდისმენტებმა დონ სანტიაგო აატირა.

1978 წლის მარტში ბერნაბეუმ მიიღო ბრილიანტისა და ოქროს მედალი ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციისაგან. 1978 წლის 19აპრილს, სამეფო თასის ფინალში, მეფე ხუან კარლოსმა დონ სანტიაგო ბერნაბეუ ოქროს მედლით დააჯილდოვა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, კულტურის მინისტრმა, პიო კაბანიასმა, ოქროს მედალი გადასცა. ამ ჯილდოს მიღებიდან ხუთი დღის შემდეგ დონ სანტიაგო გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მან მეგობრებს თხოვა, რომ მისი ცოლისთვის მიეხედათ და მარტო არ დაეტოვებინათ მისი გარდაცვალების შემდეგ. ეს იყო 1978 წლის 2 ივნისი. ასი ათასზე მეტი ადამიანი მივიდა მის ნეშტთან გამოსამშვიდობებლად მოედანზე.

მისი გარდცვალება დაემთხვა არგენტინის ჩემპიონატის დასაწყისს. რამდენიმე დღის განმავლობაში არგენტინის ჩემპიონატში „ფიფას“ მოთხოვნით, ყოველი მატჩი იწყებოდა წუთიერი დუმილით.

დონ სანტიაგო ბერნაბეუ - ადამიანი ლეგენდა


საზოგადოებრივი კამათი


ბერნაბეუს ქონდა კონფლიქტები მმართველებთან, როგორებიც იყვნენ გენერალი მილიანომ ასტრაი, ესპანეთის ლეგიონის გენერალი ფრანცისკო ფრანკო. გენერალი ასტრაი მატჩს ლოჟიდან ადევნებდა თვალს, სადაც ერთ-ერთი სტუმრის ცოლს დაადგა თვალი. სანტიაგომ შეიტყო ამის შესახებ და მილიანო სტადიონიდან გააძევა.
მეორე ინციდენტი მოხდა რაიმუნდო საპორტას სასახლეში. საკალათბურთო მატჩის მიმდინარეობისას („რეალი“ – „მაკაბი“) სანტიაგომ მოიხსნა „რეალის“ ოქროს ლოგო და აჩუქა ისრაელის გენერალ მოშე დაიანუს. ფრანკოს კი ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ისრაელელ გენერალთან.

დონ სანტიაგო ბერნაბეუ - ადამიანი ლეგენდა


ტიტულები:

ფეხბურთი :
16 ესპანეთის ჩემპიონატი
6 ჩემპიონთა თასი
6 ესპანეთის თასი
1 კონტინენტთაშორისი თასი
2 ლათინური თასი
2 პატარა მსოფლიოს თასი
1 წმინდა კომპოსტელანოს ჯილდო
1 სოლ კოსტა
1 გრაფი ფენოსის თასი
1 პალმა სიუდადის თასი
1 კაბირ ელ აიდის თასი
1 ბენიტო ვიამარინის თასი
1 კოლომბინო
1 მუჰამედ მე-5-ს თასი
5 ტერესა ერერას ჯილდო
5 რომან კარანსას ჯილდო
1 ჟერონას ჯილდო
1 კონსეპსიონ არენალის ჯილდო

კალათბურთი :
19 ესპანეთის ჩემპიონატი
18 ესპანეთის თასი
6 ჩემპიონთა თასი
3 მსოფლიო ჩემპიონატი
8 საშუალო წლოვანებების ჩემპიონატი
11 სააღდგომო ტურნირი



წყარო: AS.com; Marca.com; Wikipedia.com; Google.ru; Realmadrid.ru
dle 10.1

  • Saint.Iker
  • 11 თებერვალი 2014
  • 2463
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)