კარლიტო „ატლეტიკოს“ ვერ ენდობა

„კარგი შედეგი დავდეთ, მაგრამ არა კომფორტული“ - დასძინა ანჩელოტიმ პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ.


ცხადია, „როხიბლანკოს“ ყველაზე ოპტიმისტი ქომაგიც უიმედოდ შეჰყურებს „კოპა დელ რეის“ გათამაშებას, თუმცა იტალიელ დამრიგებელს საქმის ბოლომდე მიყვანა უყვარს.არავითარი მოდუნება, „რეალი“ სრული სერიოზულობითა და მაქსიმალური კონცენტრაციით ელოდება მორიგ დერბის.

როგორც ცნობილია, ანჩელოტი სასტარტო თერთმეტეულის რამდენიმე რგოლს გადაახალისებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „თეთრები“ შედარებით შესუსტებული შემადგენლობით გამოვლენ.პირიქით, შანი მიეცემათ მოთამაშეებს, რომლებიც ეცდებიან მწვრთნელის ნდობის მოპოვებას და ამისათვის, 90 წუთის განმავლობაში შრომას არ დაიშურებენ.

ტრადიციულად, სათასო დაპირისპირებებში კარის დარაჯად იკერი მოგვევლინება, რომელსაც მარჯვნიდან არბელოა და მარცხნიდან კოენტრაუ გაუმაგრებენ მხარს, რომელიც მიკრო-ტრავმის შემდეგ მწყობრშია.

მოედანს დაუბრუნდება ახალგაზრდა ვარანი, რომელიც 89 დღიანი პაუზის შემდეგ, სასტარტოდან დაიწყებს თამაშს.რაც შეეხება მის მეწყვილეს, კარლიტოს მცირეოდენი თავსატეხი წარმოეშვა, რამეთუ პეპეცა და რამოსიც ყვითლებზე „სხედან,“ თუმცა დიდი ალბათობით, პორტუგალიური კედელი ჩადგება „კალდერონზე.“

ნახევარდაცვაში გამოჩნდება ჩაბი.ამ უკანასკნელმა „ვილიარეალთან“ შეხვედრა სათადარიგოდან დაიწყო და დასვენებული შეეძლება ასპარეზობა.სავარაუდოდ, ბასკი მის მოსწავლესთან შექმნის ტანდემს, ხოლო შუა ხაზის მესამე ფეხბურთელი ისკო იქნება, რომელსაც ბოლო დროს სათამაშო წუთები შეუმცირდა.ის ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს დი მარიას, რამეთუ არგენტინელმა გადაბმულად რამდენიმე პაექრობაში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება თავდასხმას, პრიმერასგან 3 მატჩით გარიყული რონალდუ, გოლის გატანის სურვილით მარცხნივ დადგება.მოპირდაპირე ფრთაზე კი ბეილი დაიდებს ბინას, ხოლო ცენტრში, ესპანელი ჟურნალისტები მორატას ელოდებიან. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)