ანჩელოტი: „კალათბურთელებს უნდა მივბაძოთ“

„კოპა დელ რეის“ ნახევარფინალის განმეორებითი პაექრობის წინ, იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


დერბი: „როდესაც ერთი ქალაქის ორი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს, ყოველთვის დაძაბულობაა, რასაც ხშირად თან სდევს გარკვეული შეხლა-შემოხლები და კამათი.ვეცდებით, მომდევნო მატჩშიც ინტენსიურად გამოვიყურებოდეთ.“

მსაჯობა: „ესპანეთსა და იტალიაში არბიტრებზე ძალიან დიდი ზეწოლა მოდის, რაც მათ სამუშაოს საკმაოდ ართულებს.ამ მხრივ, ინგლისში სხვა სიტუაციაა.“

კონდიციები: „სეზონის რთული ეტაპის წინ, „რეალი“ შესანიშნავ ფორმაშია.ამბიციურად და იმედიანად ვუყურებთ მომავალს.“

მარსელო და კოენტრაუ: „ორივე მწყობრშია, მაგრამ ჯერ არ გადამწყვეტია, ვის დავაყენებ სასტარტოში.“

პეპესა და რამოსის ყვითლები: „დარწმუნებით იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ორიდან ერთ-ერთთან, ვარანი შექმნის ტანდემს.რაფაელმა ახლახან მოიშუშა ტრავმა და სათამაშო პრაქტიკა ჭირდება.“

3-0: „კონცენტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს.ჩვენი სურვილია ისეთივე თამაშის ჩვენება, როგორიც პირველ მატჩში, რამეთუ თავსატეხი არ გაგვიჩნდეს.“

მადრიდელი გოლეადორები: „რონალდუც, ხესეც, ბენზემაცა და ბეილიც, „რეალისათვის“ მნიშვნელოვანი ფიგურები არიან.სეზონის განმავლობაში ბევრი თამაშია, ამიტომაც, მათი როლი ძალიან დიდია.“

ისკოს მდგომარეობა: „ვექცევი თუ არა ალარკონს უსამართლოდ? რთული შეკითხვაა.მადრიდში იმისთვის ვარ, რომ ვათამაშო მთლიანად გუნდი და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი.შესაძლოა ისკო უკმაყოფილი იყოს და ეს ნორმალური მოვლენაა.ვიმედოვნებ, სეზონის ბოლო სხვა სურათი იქნება.არანირად მეპარება ეჭვი მის შესაძლებლობებში.მეტიც, როდესაც მოედანზეა, სარგებელი მოაქ გუნდისათვის.“

რონალდუ: „კრიშტიანუს ყოველთვის უნდა მოედანზე გასვლა.იმედია, აპელაციას დაგვიკმაყოფილებენ.“

მოდრიჩი: „პირველი წელი მისთვის რთული იყო, მაგრამ ახლა, კომფორტულად გრძნობს თავს, რაც მისი თამაშიდანაც ჩანს.“

ვარანი: „მას აქვს ყველა რესურსი, რათა მსოფლიო დონის მცველად ჩამოყალიბდეს.სისწრაფე, ხარისხიანობა და ტაქტიკურად სწორად თამაში, ვარანის უპირატესობების.მთავარია, რომ ტრავმა არ მიიღოს.“

„კალათბურთელებს ვულოცავ ტიტულს.ჩვენც ასეთი გზა უნდა გავიაროთ.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)