სიმეონეს შეცდომა, რონალდუს ფაქტორი, ანჩელოტის დამსახურება…

გთავაზობთ, „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული შეხვედრის ანალიზს.


სიმეონეს შეცდომა და დაცვის სუსტი თამაში

დიეგო სიმეონემ მთელი მატჩი მეორე ნომრად ჩაატარა, ამაზე მეტყველებს ბურთის ფლობის მაჩვენებელიც – 72%-28%-ზე მასპინძლების სასარგებლოდ. სტუმართა კრახის პირველ მიზეზადაც სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, მათ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველ ნომრად თამაშს ვერავინ მოსთხოვს, მაგრამ ასეთი ინერტულობა დამღუპველია. „ატლეტიკომ“ პირველივე წუთებიდან დაუთმო მოედნის ცენტრი „რეალს“. სიმეონეს გაწვრთნილები საერთოდ არ აწუხებდნენ მეტოქეს და პრესინგსაც არ მიმართავდნენ, „როხიბლანკომ“ ავტობუსის ჩაყენების მსგავსი რამ სცადა (ეს არ ყოფილა “მოურინიოს ავტობუსი”), რომელსაც თითქოს ძრავა ჰქონდა გამორთული და ერთ ადგილზე იყო გაჩერებული. ალბათ გახსოვთ „რეალის“ წინა თამაში ბილბაოს „ატლეტიკთან“, რომელშიც მადრიდელებმა ქულას გამოჰკრეს ხელი. ბასკებმა იმ შეხვედრაში უპირატესობა სწორედ პრესინგის, მობილურობის და სწრაფი გადაადგილების ხარჯზე მოიპოვეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო გუშინ და ამიტომაც „რეალს“ გაუადვილდა სადავეების ხელში ჩაგდება.
პირველი გოლი სწორედ იმით იქნა განპირობებული, რომ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები ძალიან ღრმად იყვნენ საკუთარ საჯარიმოში ჩაწეული, „რეალი“ კი იმდენად თავისუფლად გრძნობდა თავს, რომ ცენტრალური მცველებიც კი მოედნის ნახევარს იქით იმყოფებოდნენ

სიმეონეს შეცდომა, რონალდუს ფაქტორი, ანჩელოტის დამსახურება…


გოლის ეპიზოდში აღსანიშნავია პეპეს ჭკვიანური ქმედება და მცველების უყურადღებობა. გასაკვირია, ცენტრალურ მცველს როგორ მისცეს საჯარიმოსთან მიახლოების საშუალება. უამრავი ცარიელი სივრცე იყო დატოვებული, პორტუგალიელმა სიტუაციით კარგად ისარგებლა და შეტევაში დროულად ჩაერთო. საერთოდ, შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა პეპემ. მას შეცდომა ფაქტობრივად არ დაუშვია, ასევე დიდი როლი ითამაშა დიეგო კოშტას განეიტრალებაში.

სიმეონეს შეცდომა, რონალდუს ფაქტორი, ანჩელოტის დამსახურება…


„როხიბლანკოს“ დაცვის სუსტი თამაში მე-2 გოლშიც გამოჩნდა. დი მარიას ორი მცველი ეთამაშებოდა, თუმცა მან პასის გაკეთება მაინც მოახერხა. არგენტინელმა ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს. ყველაზე დიდი შეცდომა კი ხესე როდრიგესის გაპარვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ესპანელი მცველების გარემოცვაში იმყოფებოდა, მან საჯარიმოში შეირბინა და გოლიც გაიტანა.

სიმეონეს შეცდომა, რონალდუს ფაქტორი, ანჩელოტის დამსახურება…


რონალდუს ფაქტორი

ერთი შეხედვით, პორტუგალიელი შეუმჩნეველი იყო. მართლაც, კრიშტიანუს თითქმის არც ერთი სახიფათო მომენტი არ შეუქმნია, თუმცა ბრწყინვალედ ასრულებდა შავ სამუშაოს. რონალდუ კარგად ეხმარებოდა დაცვას, მუდმივად აწუხებდა მეტოქეს, გადაჰქონდა ყურადღება. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ უკანასკნელი პუნქტია. „რეალის“ 7-იანი მოწინააღმდეგის 2-3 ფებურთელს გამუდმებით იზიდავდა, შესაბამისად „თეთრების“ სხვა მოთამაშეები შედარებით უყურადღებოდ რჩებოდნენ და ვითარების გამწვავების შანსი ეძლეოდათ.

სურათზე კარგად ჩანს რამდენი ფეხბურთელის გარემოცვაში იმყოფება პორტუგალიელი.

სიმეონეს შეცდომა, რონალდუს ფაქტორი, ანჩელოტის დამსახურება…


დი მარიას ბრწყინვალე თამაში

მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არგენტინელი იყო. „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ, რომ ანხელი არასტაბილური ფეხბურთელია, თუმცა როდესაც კარგ ფორმაშია, მას მატჩის ბედის გადაწყვეტაც შეუძლია. დი მარიასთვის გუშინდელი დაპირისპირება ფენომენური გამოდგა. ნახევარმცველი პრაქტიკულად ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. გარდა დაცვითი ფუნქციების კარგად შესრულებისა, ის შეტევაშიც დიდ როლს თამაშობდა. გავიხსენოთ მე-2 გოლი, რომელშიც დი მარიამ ხესე როდრიგესს შთამბეჭდავი საგოლე გადაცემა გაუკეთა. არგენტინელს პირველ გოლშიც დიდი წვლილი მიუძღვის.

დიეგო კოშტას განეიტრალება

მასპინძლებმა მოახერხეს „ატლეტიკოს“ მთავარი დამრტყმელი ძალის, დიეგო კოშტას მწობრიდან გამოყვანა. უფრო კონკრეტულად – ფსიქოლოგიურად აშლა. რიგ ეპიზოდებში „ატლეტიკოს“ თავდამსხმელს პეპესთან, არბელოასთან, რამოსთან ან ალონსოსთან უწევდა ბრძოლის გაჩაღება (პირდაპირი გაგებით). არ ვიცი კარლო ანჩელოტის დავალება იყო თუ არა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ „რეალის“ ფეხბურთელები ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ კოშტას გატეხვას.

სიმეონეს შეცდომა, რონალდუს ფაქტორი, ანჩელოტის დამსახურება…




„რეალის“ მომავალი

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხესე როდრიგესის თამაში. 20 წლის ესპანელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ნიჭიერება და დიდი მომავალი. ხესე მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და ერთ-ერთი საუკეთესოც. საოცარი დრიბლინგი აქვს ამ ფეხბურთელს, მომენტალურად კრეფს სიჩქარეს, ამიტომაც მეტოქეს უჭირს მისი შეჩერება. გოლის ეპიზოდში ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ბურთს ფეხი ცუდათ მოარტყა და მხოლოდ გაუმართლა, მაგრამ ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. ხესეს ძალიან კარგი ფინიში აქვს, გრძნობს სიტუაციას და იცის როდის როგორ დაარტყას. ბეილის არ ყოფნისას ესპანელმა ადგილი დაიმკვირდა და თითქმის ყველა მატჩში იტანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მან ყველა გრანდს გაუტანა – „ბარსელონა“, „ვალენსია“, „ატლეტიკი“ (სამივე გასვლაზე), ახლა ამ სიას „ატლეტიკოც“ მიემატა.

ანჩელოტის დამსახურება

გუშინდელ დაპირისპირებაში გამოჩნდა ის, რაც აქამდე არ ჩანდა – გუნდურობა. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ეს არ ყოფილა კრიშტიანუზე დამოკიდებული „რეალი“, ეს იყო შეთამაშებული, გუნდური „სამეფო კლუბი“. პრესინგი, კოლექტიური ართმევა, ერთმანეთის დაზღვევა, სწორი გადაადგილება, ერთი სიტყვით დედაქალაქელებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს.

გიგი ალადაშვილი, Goal.Ge-ს ბლოგერი dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)