პეპეში გოლეადორმა გაიღვიძა

სამეფო კლუბის „სამიანი“ ნაყოფიერ სეზონს ატარებს, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში.


ის, რომ 2014 წელს „რეალმა“ მხოლოდ 1 ბურთი მიიღო საკუთარ კარში, მეტწილად ბრაზილიური ფესვების მქონე მოთამაშის დამსახურებაა.წინა სეზონებთან შედარებით, პეპიტო მეტად საიმედოდ დგას უკანა ხაზში და მაქსიმალურად ცდილობს სუფთად თამაშს.

პირდაპირი მოვალეობების პირნათლად შესრულების პარალელურად, პორტუგალიელი არც მეტოქეების კარის აღებას ერიდება.ჩატარებულმა 31 პაექრობაში, 4 გოლი ჩაიწერა აქტივში და ამით, 06/07 წლებში, „პორტუში“ დაფიქსირებული შედეგი გაიმეორა.

აღსანიშნავია, რომ პეპეს გოლები მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა „რეალისათვის.“ პირველი გოლი პრიმერას მე-5 ტურში, „ხეტაფეს“ შეუდგო, მაშინ როდესაც სტუმრები 0-1 იგებდნენ „ბერნაბეუზე.“ მეორედ, გასვლაზე პამლონაში გამოიჩინა თავი, სადაც „თეთრები“ 2-1 მარცხებოდნენ.მესამედ, „კორნელია ელ პრატზე“ კიკო კასილია დალაშქრა და 3 ქულა მოუტანა გუნდს, ხოლო უკანასკნელად, რამდენიმე დღის წინ, თანაქელებს დააგემოვნებინა მისი გოლი.

ერთი სიტყვით, პეპეში გოლეადორის ინსტიქტმა გაიძღვირა და თუ ასე გაგრძელდა, გოლაობის თვალსაზრისით, კარიერაში საუკეთესო სეზონი ექნება.

RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)