კრიშტიანუ ხესე

კანარის კუნძულის მკვიდრი, მინიმუმ ერთი თამაშით მადეირელის ბუცებს მოირგებს.


დავიწყებ იქედან, რომ მოურინიოს ერთ-ერთ შეცდომად სამეფო კლუბში მუშაობის ჟამს, კანეტანოსების უგულებელყოფას მივიჩნევ.მისი ფორმაციის „ბლანკოსში,“ მწირი დრო ეთმობოდათ ახალგაზრდა მადრიდისტებს, ხოლო რაც შეეხება ხესეს, ეს უკანასკნელი ჩამოწერილი ჰყავდა „განსაკუთრებულს.“არადა, როგორ შეიძლება უარი თქვა ფოვარდზე, რომელმაც ესპანეთის რანგით მეორე ფივიზიონში, 22 გოლს, 12 ასისტსა და უთვალავ ფინტს, კაცის მოტყუებასა თუ ლამაზ ეპიზოდს მოუყარა თავი.

შესაძლოა, კანტერანოსმა ყოველ მატჩში გოლი ვერ გაიტანოს, მაგრამ მწვანე მინდორზე რაც უფრო მეტი გულით მადრიდისტა გეყოლება, უფრო მეტია წარმატების მიღწევის შანსი.განსაკუთრებით პრინციპულ დაპირისპირებებში, ის ფეხბურთელები, რომელთაც სრულად აქვთ შეგრძნებული „რეალის“ გერბი, ჰიმნი და ისტორია, გაცილებით დიდ შედეგს დადებენ, ვიდრე მოთამაშე, რომელიც პრეზენტაციის დროს, ჯერჯერობით უარს აცხადებს კლუბის სიმბოლიკის ამბორზე.

ანჩელოტისა და ზიდანის, რომელიც ფეხბურთელებთან და განსაკუთრებით ახალგაზრდებთან ურთიერთობის ნამდვილი პროფესიონალია, მოსვლის შემდეგ, კასტილიასთან თანამშრომლობის ფორმატი შეიცვალა.პირველი გუნდის ოფიციალური წვერები გახდნენ ნაჩო, კაზემირო, მორატა და ხესე.სეზონის სტარტზე, ეტაპობრივად ყველას ეთმობოდა დრო, მაგრამ ბეილის ტრავმიანობამ და უფერულმა თამაშმა, კარლიტოს უფრო ხშირად მოუწია როდრიგესისკენ გახედვა..

დამეთანხმებით, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა ტექნიკური არსენალით აჭურვილი, მაგრამ ხესეს დარი თავდაჯერებულობით ცოტა თუ დაიტრაბახებს.სწორედ ამის ხარჯზე, არც მეტი არც ნაკლები, „ნოუ კამპის,“ „მესტალიას,“ „სან მამესისა“ და „ბერნაბეუს“ პუბლიკამ იხილა მისი გოლები.20 წლის ფეხბურთელი, საოცარი პროფესიონალიზმითა და ფსიქოლოგიური მდგომარეობით გამოირჩევა.„ბარსელონას,“ „ატლეტიკის“, „ვალენსიას,“ „ატლეტიკოსა“ და სხვათა მცველებთან ჭიდილი, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უელსელის არაპროგნოზირებადი სიტუაციიდან გამომდინარე, ხესეს ჯერ შეცვლებზე მიეცა შანსი, ხოლო შემდეგ სასტარტოში და შედეგიც სახეზეა: 23 თამაშში (842 წუთი) 6 გოლი და 6 ასისტი.არ ვაჭარბებ, მაგრამ სტატისტიკურად, როდრიგესს გონსალესსზე უკეთესი პირველი სეზონი აქვს მადრიდულ გრანდში.

ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, კრიშტიანუ 3 მატჩით დაგვაკლდება, რაც პირდაპირ ხესეს წისქვილზე ასხამს წყალს.გადამრჩენელი/დამხმარე შემტევი, ახლა უკვე მარცხენა ფლანგზე გადმოინაცვლებს, სადაც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.ბუნებრივია, ჯერჯერობით მისი და კრიშტიანუს შედარება ალოგიკური იქნება, თუმცა ფეხბურთელს გააჩნია იმის რესურსი, რომ რამდენიმე პაექრობაში ამოავსოს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელისა და მისი მასწავლებელის დანაკლისი.

მე თუ მკითხავთ, ხესე იდეალურ სიტუაციაშია.უკეთესია, თავდაპირველად სხვადასხვა მოთამაშეების შემცვლელის რანგში მოგვევლინოს მწვანე მოედანზე, ვიდრე რეგულარულ სასტარტოდ და მთელი რიგი პასუხისმგებლობით დავტვირთოთ ის.

ერთი სიტყვით, ნუ მოიწყენთ რონალდუს არყოფნით.თქვენ მაინც იხილავთ სიძლიერეს, სისწრაფეს, დრიბლინგს, დარტყმებს,, ფინტებსა და ხარისხიან მოძრაობებს, თუმცა მისი ავტორი, დროებით, კრიშტიანუ ხესე იქნება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (224)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)