ანჩელოტი: „ხესეს სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ“

„ვილიარეალთან“ დაპირისპირებამდე, „რეალის“ მთავარმა მვწრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.


ხესე ნაკრებში? „კმაყოფილი ვარ ხესეს მუშაობით.ის სწორ გზაზე დგას, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ახალგაზრდაა, სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.“

სამოვავლოდ ხესეს „ოქროს ბურთი:“ „ვფიქრობ, უადგილოა ასეთ თემებზე საუბარი.ჩვენ გაგვიმართლა, რომ ხესე გვყავს შემადგენლობაში.მისი შესაძლებლობების შესახებ სრულიად მსოფლიოს მოეხსენება.ის მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს კარიერაში და წინ აქვს ყველაფერი.რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვითარდეს და პროგრესირება გაგრძელოს.“

„ვილიარეალთან“ თამაში: „ოთხშაბათს დიდი ძალების გაღება მოგვიხდა და ეს დღეები მის აღდგენას მოვანდომეთ.ნამდვილად არ ველოდები ადვილ გასეირნებას.ვგონებ, მეტოქე დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს, თუმცა ბიჭები მზადყოფნაში არიან.“

პოლემიკა: „დერბიში ყოველთვის დიდი მეტოქება სუფევს, რაც შეიძლება კამათსა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდოს.ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.მათ ჩინებულად ითამაშეს და უშანსოდ დატოვეს მოწინააღმდეგე.“

კრიშტიანუს დისკვალიფიკაცია: „რონალდუ ხვალ დაგვაკლდება და შემდეგ უკვე ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სააპელაციო კომიტეტი.რაც შეეხება მსაჯის დისკვალიფიკაციას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.ჩემი სფერი არ არის.“

ბეილის ტრავმა: „ყოველთვის ვამბობ სიმართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დუმილს ვამჯობინებ.გარეთი ოთხშაბათს დავასვენეთ და ხვალისთვის სრულ მზადყოფნაშია.“

ფინალის საგზურის მოპოვება: „ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.„ვილიარეალის“ შემდეგ, კვლავ „ატლეტიკოს“ მივუბრუნდებით და უკვე „კალდერონზე“ გაირკვევა ფინალისტის ვინაობა.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)