კოენტრაუ - ანჩელოტის კოზირი

პორტუგალიელი მცველის საიმედო გამოსვლამ ”ატლეტიკოსთან” მატჩში ანჩელოტი არჩევანის წინაშე დააყენა...


პორტუგალიელი მცველისთვის სეზონი კოშმარულად დაიწყო. ტრავმებმა ფაბიო გატანჯეს და თითქმის სამ თვიანი უქმობა მოუწია. ამას ისიც დავუმატოთ, რომ მარსელო შესანიშნავად ასპარეზობს ”მერენგთა” რიგებში. შესაბამისად, კოენტრაუ ფაქტიურად სათადარიგო ფეხბურთელად იქცა.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ პროდუქტიულია მარსელო შეტევის ხაზში, თუმცა ბრაზილიელი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის დაცვაში კარგი თამაშით. ეს რიგ მატჩებში კარგად გამოჩნდა. თვალი რომ გადავავლოთ გასულ სეზონებს, ჟოზე მოურინიო პრინციპულ და საპასუხიმგებლო შეხვედრებში სწორედ კოენტრაუს ანდობდა მარცხენა ფლანგს და არა მარსელოს. არ არის გამორიცხული, იგივე იტალიელმა სპეციალისტმაც გააკეთოს.

მაშინ, როცა ყველა ელოდა, რომ ”ატლეტიკოსთან” პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მარსელო გამოჩნდებოდა ძირითადში, ანჩელოტიმ კოენტრაუს მისცა შანსი, რომელმაც მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს იმაზე კარგად გაართვა თავი ვიდრე ყველას წარმოედგინა. პეპესთან, რამოსსა და არბელოასთან ერთად მან მართლაც, რომ ჩინეთის კედელი აღმართა იკერ კასილიასის კართან. ვინც მატჩს უყურა, დამეთანხმება, რომ კოენტრაუ უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო ”თეთრებში”. ფაბიო ყველა ბურთისთვის თავგანწირულად იბრძოდა, და ”როხიბლანკოს” მრისხანე შემტევებს არც კი იმჩნევდა.

მაშინ, როცა წინ ძალზედ რთული თებერვალი ელის ანჩელოტის დამოძღვრილ ”რეალს”, საჭიროც კი არის მსგავსი კალიბრის ფეხბურთელი, თუნდაც სათადარიგო სკამზე. ეს კარგი იმითაც არის, რომ მარცხენა ფლანგზე კონკურენცია გაჩნდება, რასაც უმტეს შემთხვევაში (ზოგადად კონკურენციაზე მაქვს საუბარი) გუნდისთვის კარგი შედეგი მოაქვს. შესაბამისად, კარლო არჩევანის წინაშეა - შეტევაში უბადლოდ მოასპარეზე მარსელო, თუ დაცვაში საიმედოდ მოასპარეზე კოენტრაუ? dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)