ანჩელოტი: „ფანტასტიკური თამაში გამოდგა“

სამეფო კლუბის დამრიგებელმა, თანაქალაქელებთან პაექრობაში, თავის შეგირდებს გარჯა მოუწონა.


„სიმართლე გითხრათ, ძალიან ნასიამოვნები დავრჩი, რამეთუ უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა ფანტასტიკურად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს.ვფიქრობ, 90 წუთის განმავლობაში ყველაფერს სწორად ვაკეთებდით.ბურთი შესანიშნავად შევინარჩუნეთ და აგრესიულადაც ვუტევდით.ჩემი დიდი სურვილია, რომ ასეთი გუნდი მყავდეს დარჩენილ მატჩებშიც.შემადგენლობამ დიდი პოტენციალი გამოავლინა.“

„ცხადია, შედეგით კმაყოფილნი ვართ, თუმცა ამით არაფერი დამთავრებულა.საპასუხო შეხვედრას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და შესაბამისად მომზადებულნი შევხდეთ.„ატლეტიკო“ ძალისხმევას არ დაიშურებს და ბოლომდე იბრძოლებს.“

„არავის ჭირდება იმის შეხსენება, რომ ხესე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის.ის დიდ მატჩებში იჩენს თავს.“

„ბეილი მწყობრშია.გამომდინარე იქედან, რომ „ვილიარეალთან“ კრიშტიანუ არ გვეყოლება, უელსელის დასვენება ვარჩიე.“

„მიმდინარე სეზონის პირველი მადრიდული დერბის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა.„რეალმა“ საკუთარი თამაში იპოვა და ამ მომენტისათვის დიდებულად ასპარეზობს.რა თქმა უნდა, მოპოვებული გამარჯვება, ფეხბურთელების დაუღალავი შრომის შედეგია.მაშინდელმა წაგებამ ძალზედ დაგვწყვიტა გული და სიტუაციის გამოსწორება გვინდოდა.“

„მცველებს ყურადღება მართებთ, რამეთუ კოშტა სახიფათო ფორვარდია.მატჩის მიმდინარეობისას, რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა დაფიქსირდა მოთამაშეებს შორის, თუმცა სერიოზულ ინციდენტი არ მომხდარა, რაც მახარებს.“

„მოქმედი ტაქტიკა კარგად მოირგეს ფეხბურთელებმა.ალონსო და მოდრიჩი შესანიშნავად შეეწყვნენ ერთმანეთს.ანალოგიურს ვიტყოდი დი მარიაზეც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ილიარა და ისკო.მათი დროც მოვა.“

„რა თქმა უნდა, აღშფოთებულნი ვართ რონალდუს დისკვალიფიკაციით.აუცილებლად გავასაჩივრებთ, რამეთუ ნამდვილად არ იმსახურებდა მას.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)