ალფრედო დი სტეფანო თუ „ვიღაც 9 ნომერი“

გავიხსენოთ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორის განვლილი გზა.


დი სტეფანოს პარტნიორები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ალფრედოსთვის უცხო იყო “საფეხბურთო ეგოიზმის” მცნება.

ფეხბურთის უამრავი ქომაგი ალფრედო დი სტეფანოს პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და ერთი შეხედვით გასაკვირია- თუ პელემ, კრუიფმა, მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიბრწყინეს, დი სტეფანოს არასდროს უასპარეზია მუნდიალზე. მეორეს მხრივ, ალფრედო დი სტეფანოს თამაში იდეალური ნაზავი გახლდათ ფილიგრანული ტექნიკის და გუნდური თამაშის პრინციპების ერთგულების. დი სტეფანო წლების განმავლობაში მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდის, მადრიდის “რეალის” ლიდერი გახლდათ, ამიტომაც ფეხბურთის მილიონობით ქომაგის აღიარება ლოგიკურადაც კი გამოიყურება. ჩენტფორვარდი, რომელიც ყოველთვის მოძრაობაში იყო, მატჩის მსვლელობისას მუდმივად იცვლიდა პოზიციას, რაც მოწინააღმდეგის მცველებსაც უბნევდა გზა-კვალს და პარტნიორებსაც უთავისუფლებდა მოქმედების არეალს.. დი სტეფანოს პარტნიორები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ალფრედოსთვის უცხო იყო “საფეხბურთო ეგოიზმის” მცნება. მათი მტკიცებით, დი სტეფანომ თავისი ფენომენალური ტექნიკა სრულყოფამდე მიიყვანა. მოთამაშეობისას ალფრედო დი სტეფანომ საკმაოდ დიდი ფული გამოიმუშავა, მაგრამ მისთვის მთავარი ყოველთვის მინდორზე გასვლა და გადამწყვეტი გოლის გატანა გახლდათ და ხშირად ავადმყოფსაც კი უასპარეზია.. ამ დროს დი სტეფანო ყოველთვის ახერხებდა მწვრთნელების დარწმუნებას, რომ კარგად იყო და გუნდსაც სარგებლობას მოუტანდა….

დი სტეფანოს ბაბუა არგენტინაში იტალიის კუნძულ კაპრიდან ჩავიდა და ბუენოს აირესთან ახლოს მდებარე ღარიბთა დასახლებაში, ბარაკასში დასახლდა.
ალფრედოს მამა კი “რივერ პლეიტის” ღირსებას იცავდა, თუმცა აქტიურ სპორტს მაშინ გამოეთხოვა, როდესაც არგენტინაში ფეხბურთმა პროფესიონალური სტატუსი შეიძინა. ოჯახის უფროსისთვის ფეხბურთი გართობა უფრო იყო, ვიდრე თავისა და ოჯახის რჩენის საშუალება.ამიტომაც ის არცთუ კმაყოფილი დარჩა, როდესაც მისმა ვაჟიშვილებმა, ალფრედომ და ტულიომ ადგილობრივი კლუბების ახალგაზრდულ გუნდებში დაიწყეს ფეხბურთის თამაში.

1944 წლის 18 აგვისტოს “რივერ პლეიტში” ალფრედოს დებიუტი შედგა, ღია ფერის თმის გამო კი მას მეტსახელ “ელ ალემანს” ეძახდნენ. დი სტეფანოს კერპი პარაგვაელი ცენტრალური თავდასხმელი არსენიო ერიკო გახლდათ, რომელიც “ინდეპენდიენტეს” ღირსებას იცავდა. ამომავალ არგენტინელ ვარსკლავს თავად სურდა ცენტრფორვარდობა. დი სტეფანომ თავი ნაკრებშიც გამოიჩინა, და ერთ-ერთ წამყვანი მოთამაშის რანგში არგენტინის ნაკრებთან ერთად 1947 წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში გაიმარჯვა.

დი სტეფანო არა მარტო „რეალისთვის“, არამედ მთლიანად ფეხბურთისთვის უნიკალური მოვლენაა. იგი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამი ქვეყნის ნაკრებში აქვს ნათამაშები და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მაშინ ფიფას კანონი არ მოქმედებდა, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთი ნაკრების რიგებში აქვს თამაშის უფლება.

ალფრედო დი სტეფანო თუ „ვიღაც 9 ნომერი“


როგორ აღმოჩნდა ალფრედო მადრიდში

1949 წელს არგენტინაში რიგითი მშრომელები გაიფიცნენ. მათ სოლიდარობა ფეხბურთელებმაც გამოუცხადეს და მოედანზე გასვლაზე უარი თქვეს. ხელისუფლებამ კლუბების ხელმძღვანელებს ფეხბურთელებზე ზეწოლა მოსთხოვა, რამაც უკუშედეგი გამოიღო და, პრაქტიკულად, ყველა გამორჩეულმა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება მეზობელ კოლუმბიაში გადაწყვიტა. ასე აღმოჩნდა დი სტეფანო კოლუმბიურ „მილონარიოსში“ და ისიც თქვა, არგენტინის ნაკრებში აღარასოდეს ვითამაშებო. ამ გუნდში დი სტეფანომ ოთხი სეზონი გაატარა და ოთხჯერ გახდა კოლუმბიის ჩემპიონი. პარალელურად, მან კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში ოთხი მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. 1952 წელს კი მადრიდის „რეალი“ 50-წლიან იუბილეს ზეიმობდა და მინი ტურნირი გამართა, რომელში სათამაშოდაც „მილონარიოსიც“ მიიწვია. მაშინ „სამეფო გუნდის“ პრეზიდენტი ლეგენდარული სანტიაგო ბერნაბეუ გახლდათ, სწორედ მისი სახელობისაა დღეს კლუბის სტადიონი. როცა ბერნაბეუმ დი სტეფანოს თამაში ნახა, დაიფიცა, ეს ბიჭი ჩემს გუნდში ითამაშებსო. „რეალის“ პრეზიდენტმა დი სტეფანოსთან მოლაპარაკებები დაიწყო. საქმეში კატალონიური „ბარსელონაც“ ჩაერია და მისი ყიდვა მანაც მოინდომა. როცა საქმე სატრანსფერო თანხაზე მიდგა, თავი „რივერ პლეიტმა“ წამოჰყო და კონტრაქტი გამოაჩინა, რომელიც 1955 წლამდე იყო გაფორმებული და რომელსაც დი სტეფანოს ხელმოწერა ახლდა. მეორე კონტრაქტი „მილონარიოსმა“ გაახმაურა, რომელსაც ასევე დი სტეფანოს ხელმოწერა ამშვენებდა და 1954 წლამდე იყო გათვლილი. ფიფამ საქმის განხილვა დაიწყო და „რივერის“ მხარე დაიჭირა. „მილონარიოსმა“ გაასაჩივრა, საქმეში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაც ჩაერია და „მილონარიოსის“ მხარე დაიჭირა. ფიფა გვერდზე გადგა და გადაწყვიტა, საქმე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მოეგვარებინა. სხდომაზე დი სტეფანოც დაიბარეს და, ყველასთვის მოულოდნელად, იქ სანტიაგო ბერნაბეუც გამოჩნდა. იგი ფეხბურთელს დაელაპარაკა და დი სტეფანომ განაცხადა, რომ კონტრაქტის გაფორმებას „რეალთან“ აპირებდა. ამან „ბარსელონას“ პრეზიდენტი მარტინ კარეტო გააცხარა, სიტუაცია ისევ აირია – ალფრედოს სამ კლუბთან ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, რეალურად თამაშს კი მეოთხე გუნდში აპირებდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო: დი სტეფანოს ორი წელი „რეალში“ უნდა ეთამაშა, ამის შემდეგ კი „ბარსელონაში“ გადასულიყო, იქაც ორი წელი ეთამაშა და მერე გადაეწყვიტა, სად ერჩივნა კარიერის გაგრძელება. „ბარსელონას“ გულშემატკივრებს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონათ და კლუბის პრეზიდენტი აიძულეს, გარიგებაზე უარი ეთქვა. საბოლოოდ, „რეალმა“ დი სტეფანოს სანაცვლოდ კატალონიელებს დღევანდელი საზომებით სასაცილო თანხა – 30 ათასი დოლარი გადაუხადა. იმასაც ამბობენ, „ბარსას“ დი სტეფანოზე უარი გენერალმა ფრანკომ ათქმევინა, რადგან ყველამ იცის, რომ იგი „რეალის“ თავგადაკლული ქომაგი იყო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო „სამეფო გუნდში“ დი სტეფანოს ეპოქა და, მან „ბარსას“ პირველივე შეხვედრაში დაუმტკიცა, რომ კატალონიურმა კლუბმა შეცდომა დაუშვა – „რეალმა“ მუდმივი მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ხუთიდან სამი გოლი სწორედ ალფრედომ გაიტანა. მთლიანობაში დი სტეფანომ „რეალის“ მაისურით 262 შეხვედრა ჩაატარა და 216 გოლი გაიტანა, ხოლო ევროთასებზე გამართულ 58 მატჩში მეტოქეთა კარი 49-ჯერ დალაშქრა. ამას გარდა, დი სტეფანომ ჩემპიონთა თასი ხუთჯერ მოიგო.

1964 წელს 38 წლის დი სტეფანო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა. ცხადია, რეალურად, ის ჩვეულ დონეზე ვერ თამაშობდა. „რეალმა“ მისი სურვილი დააკმაყოფილა და, სწორედ მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ალფრედო მოედანზე აღარ გავიდოდა, 38 წლის ასაკში „ესპანიოლთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში 47 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ძველებური შედეგიანობით ვეღარ გამოირჩეოდა და, საბოლოო ჯამში, მხოლოდ 11 გოლის გატანა მოახერხა.


ახლა კი მივუბრუნდეთ სათაურს. რატომ „ვიღაც ცხრა ნომერი????“


„ხოსეიტო, რიალი, კოპა, ხენტო და კიდევ ერთი ცენტრალური თავდამსხმელი“, ან ასე „ხოსეიტო, რიალი, ცხრა ნომერი, პუშკაში და ხენტო.“ ზუსტად ასე იგნორდებოდა დი სტეფანოს გვარი ბილბაოს ერთ-ერთ გაზეთში „La Gaceta Del Norte“ 50-60_იან წლებში. ამჟამად აღნიშნული გამომცემლობა აღარ არსებობს, მაგრამ თავის დროზე ეს ძალიან გავლენიანი გაზეთი იყო ჩრდილოეთ ესპანეთში. დი სტეფანოს გვარი ზუსტად 4 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა ამ გაზეთის გვერდებზე. რა მოხდა ისეთი, რამაც ასე განარისხა „La Gaceta-ს“ ჟურნალისტები?

ეს ისტორია, რომელიც ანეკდოტს მოგვაგონებს, 1958 წლის 24 ნოემბერს მოხდა. ეს ყველაფერი არა ბილბაოში არამედ სხვა ბასკურ ქალაქში, სან-სებასტიანში, მოხდა. „რეალ სოსიედასისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირების შემდეგ, რომელიც საყაიმო ანგარიშით 0-0 დასრულდა, მადრიდელი ფეხბურთელები ვერ იყვნენ ხასიათზე, ეს ყველაფერი პირველ რიგში გამოწვეული იქნა, იმით, რომ მატჩის მიმდინარეობისას მწვანე მოედანი არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში, იყო ნაწვიმარი, წყალი მოედანზე იდგა, დამძიმებული ბურთი მიწას ვერ სცდებოდა, მეორეც „სოსიედადის“ გულშემატკივრები მტრულად იყვნენ განწყობილნი სტუმართა მიმართ, ისინი თითქმის მოედნის ხაზებთან იდგნენ და ლანძღავდნენ მადრიდელ ფეხბურთელებს. ამ მატჩის შემდეგ ალფრედო გასახდელში იმყოფებოდა, როდესაც მადრიდელ ცხრიანს უცნობი ხმა მოესმა და მისი ტალახიანი ბუცების წინ ვიღაცის „ბათინკები“ დაინახა. თავი აწია და გაზეთ „Unidad-ის“ ჟურნალისტი გოიკოეჩეა დაინახა. დი სტეფანო გაკვრივებული სახით შეხედა პრესის წარმომადგენელს და მიმართა : „ვინ ხარ ასეთი დიდი წარმოდგენით საკუთარ თავზე? ღმერთის მოვლენილი ხარ?“

ამის შემდეგ გოიკოეჩეა სასწრაფოდ გაემართა კლუბის ხელმძღვანელობისაკენ მუნიოს ლუსარეტესა და მენდეს ვიგოსთან, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ. ზუსტად ამ დროს ფრანსისკო ხენტომ, რომელიც შხაპის შემდეგ ტანს იმშრალებდა, პირსახოცი ჟურნალისტს ესროლა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ხენტო უფრო საშინელ ხასიათზე იყო ვიდრე დი სტეფანო, რადგან ფლანგის შემტევს მთელი თამაშის განმავლობაში მეტოქის გულშემატკივრებთან 2-3 მეტრში უწევდა სირბილი. ხელმძღვანელებმა შენიშნეს, რომ ეს სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა. სასწრაფოდ გაიყვანეს ჟურნალისტი გასახდელიდან და კლუბის სახელით ბოდიშიც მოუხადეს. მაგრამ გოიკოეჩია არ გაჩერდა და ხმამაღლა მიაძახა : „თქვენ მე კი არა, ყევლა ჟურნალისტს დასცინით!“

მეორე დღეს „Unidad-მა“ სასწრაფოდ გამოაქვეყნა გასახდელში მომხდარი ამბავი, რაღა თქმა უნდა სკანდალის პროვოცირება გაზეთმა „La Gaceta Del Norte-მ“ მოახდინა. გაზეთის მთავარმა რედაქტორმა და დეპუტატმა ანტონიო გონსალესმა გადაწყვიტა მხარში ამოდგომოდა კოლეგას „სან-სებასტიანიდან“ და ტელეგრამა დი სტეფანოს სიტყვების ციტირებით გააგზავნა ესპანეთის პრესის ასოციაციის ფედერაციაში. მან სთხოვა ჟურნალისტებს შეეფასებინათ მადრიდელის ეს სიტყვები. ამ ყველაფერმა ალფრედოს მიმართ ჟურნალისტების ბოიკოტი გამოიწვია.
ტელეგრამამ თავისი საქმე შეასრულა, გამომცელობა „Marca-მ“ და „ABC-მ“ მადრიდელი ფეხბურთელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გამოატარეს. სწორედ ამიტომ, გაზეთმა „La Gaceta Del Norte-მ“ გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ ამოეშალათ ალფრედო დი სტეფანოს სახელი მათი გაზეთის გვერდებიდან, და იგი მოეხსენებინათ, როგორც „ვიღაც ცხრა ნომერი“ ან უბრალოდ „რეალის“ თავდამსხმელი. მაგრამ ცხადია ყოველი მკითხველი ხვდებოდა თუ ვინ იდგა ამ სახელების უკან.

გავიდა დრო და უკვე ცოტას თუ ახსოვდა, რა მოხდა „სან-სებასტიანის“ მოედანზე, მაგრამ გაზეთში დი სტეფანოს სახელი ისევ არ ჩნდებოდა. მაგრამ მთავარი გახლდათ ის, რომ ალფრედო ამ ყველაფერს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, არ აპირებდა რეაგირების მოხდენას ამ საკითხთან დაკავშირებით, მან სხვა გზა არ დაუტოვა რედაქციას და იძულებული გახადა თვითონ მოემოქმედებინაღ რამე. გაზეთის სპორტის განყოფილების რედაქტორი და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი ესტუმრნენ „ვიღაც ცხრა ნომერს“. ალფრედომ გაზეთს მოუბოდიშა, მაგრამ საინტერესო იყო ის, რომ ალფრედო დი სტეფანო სულაც არ იყო ის პიროვნება, რომელმაც პირსახოცი ესროლა გოიკოეჩიას, ეს გახლდათ ფრანსისკო ხენტო, რომელიც თანაგუნდელს გამოექომაგა, ამიტომ ამ ისტორიის მთავარი შემოქმედი ვინ იყო არავინ იცოდა.

საბოლოოდ 1962 წლის 4 იანვარს მადრიდის „რეალის“ ცხრიანის სახელი გაზეთის ფურცლებს დაუბრუნდა.

ტიტულები


არგენტინის ჩემპიონი - 1945, 47;
კოლუმბიის ჩემპიონი - 1949, 51, 52, 53;
ესპანეთის ჩემპიონი - 1954, 55, 57, 58, 61, 62, 63, 64;
ესპანეთის თასი - 1962;
ჩემპიონთა თასი - 1956, 57, 58, 59, 60;
საკონტინენტთაშორისო თასი - 1960;
სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი - 1947;
არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 1947 (27 გოლი);
კოლუმბიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 1954 (27), 56(24), 57(31), 58(19), 59(23); ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელი - 1957, 59, 60, 62;
ესპანეთის საუკეთესო სპორტსმენი - 1957, 59, 60;
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ("ფრანს ფუტბოლი") - 1957, 59;
XX საუკუნის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ("ფრანს ფუტბოლი") - 1991;
XX საუკუნის "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელი - 2002
არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 6 მატჩში გაიტანა 6 გოლი (1947)
კოლუმბიის ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი (1949)
ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ 31 შეხვედრაში გაიტანა 23 გოლი
(1956-63) "მილიონარიოსის" შემადგენლობაში ჩაატარა 292 მატჩი, გაიტანა 259 გოლი.
"რეალის" შემადგენლობაში ჩაატარა 510 მატჩი, გაიტანა 418 გოლი. დი სტეფანოს რეალის ისტორიაში დღემდე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ესპანეთის ჩემპიონატში...

ალფრედო დი სტეფანო თუ „ვიღაც 9 ნომერი“




წყარო: Realmadrid.ru; Wikipedia.com; Merengues.ru; AS.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)