ანჩელოტი: „კრიშტიანუს ცუდი არაფერი გაუკეთებია“

დიეგო სიმეონეს გუნდთან პაექრობის წინ, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


- კრიშტიანუ სასტარტოში დაიწყებს თამაშს?
- არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ კომიტეტის ხვალინდელ გადაწყვეტილებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია მას არ ემუქრება.რა თქმა უნდა, დერბიში მიიღებს მონაწილეობას.

- რა აზრის ხართ, რონალდუს საქციელზე?
- ჩემი აზრით, რონალდუს ცუდი არაფერი გაუკეთებია.მის წინააღმდეგ ყოველთვის არის პროვოკაციები.ბუნებრივია, გაძევებით თვითონაც გაბარზებული იყო.

- როგორ აპირებთ თანაქალაქელების დამარცხებას?
- მოგეხსენებათ, მომდევნო შეხვედრა სათასოა, სადაც გამარჯვებისათვის ნებისმიერი გუნდის განკარგულებაში 180 წუთია.ცხადია, ადვილ გასეირნებას არავინ ელოდება.ჩვენ დაცვასა და კონტრშეტევებზე კარგად მოასპარეზე გუნდთან მოგვიწევს ჭიდილი.პრიმერას ფარგლებში მათ მაოხერხეს „რეალის,“ დამარცხება, თუმცა იმის შემდეგ, ბევრირ რამ შეიცვალა.

- რას გვეტყვით ბეილზე?
- უესელი სრუ მზადყოფნაშია.მან გადალახა პატარ-პატარა პრობლემები და დერბიში შეძლებს თამაშს.მადრიდული პუბლიკა სრულიად განსხვავებულ ბეილს იხილავს მომავალ სეზონში.ის უფრო მეტად შეეჩვევა ესპანურ ფეხბურთს და რა თქმა უნდა, სრულყოფილ პრე-სეზონსაც გაივლის.

- ბეილისა და მოდრიჩის პირველ მადრიდულ სეზონებს შორის გაავლებ პარალელს?
- პირველი წელი ყოველთვის სირთულესთანაა დაკავშირებული, რამეთუ გიწევს ახალ გარემოსთან შეგუება და უცხო ენის სწავლა.მიუხედავად ყველაფრისა, ბეილი აუმჯობესებს თამაშს.რაც შეეხება მოდრიჩს, გუნდისთვის ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს.

- რა უნდა მოიმოქმედოს ხესემ იმისათვის, რომ სასტარტო თერთმეტეულში დაიდოს ბინა?
- ხესეს ამასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.ბილბაოში საწყისი წუთებიდან დაიყო თამაში.

- რატომ შეაჩერეთ არჩევენი ილიარამენდიზე, როდესაც ტაბლოზე ანგარიში გათანაბრდა?
- გამომდინარე იქედან, რომ 10 კაცით გვიწევდა თამაშის გაგრძეკება, აქცენტი დაცვითი ტიპის მოთამაშეზე გავაკეთე.

- ვარანის მდგომარეობა...
- შესაძლოა რაფაელმა ითამაშოს ხვალ, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, „ვილიარეალთან“ ვიხილავთ მწვანე მინდორზე.მისი კონდიციები დამაკმაყოფილებელია.

- დერბიში ვინ გაამაგრებენ დაცვის ფრთებს?
- კოენტრაუ და არბელოა.

- სიმეონემ განაცხადა, რომ „ატლეტიკო“ ფავორიტი არ არის.გჯერათ მისი?
- დიეგო ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს.მის გუნდს ფავორიტის რანგში არ დაუწყია სეზონი, მაგრამ ამ ეტაპისათვის, ლა ლიგაში პირველ პოზიციაზეა, თასზე ნახევარფინალურ სტადიაზე, ხოლო ლიგაზე საუკეთესო 16 გუნდს შორის.მას სურს, რომ ზეწოლისგან გაათავისუფლოს შეგირდები.

- მიმდინარე სეზონში „ატლეტიკო“ ერთადერთი კლუბია, რომლის კარშიც „რეალს“ გოლი არ გაუტანია...
- მაშინ წაგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ხვალ „რეალი“ სხვა ფეხბურთს აჩვენებს.როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთან დიდი ცვლილებები განხორციელდა პირველი დერბის შემდეგ.ფეხბურთელები უფრო სოლიდურად გამოიყურებიან.ხვალინდელი პაექრობა მნიშვნელოვანია ქომაგებისთვისაც, ამიტომ ყველაფერს გავიღებთ გამარჯვებისთვის.

- გულშემატკივრების ფაქტორი...
- ბუნებრივია, „ბერნაბეუს“ პუბლიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება მოთამაშეებისათვის.ვეცდებით, კარი მშრალად შევინახოთ და მორიგი გამარჯვება ჩავიწეროთ აქტივში.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)