სანჩესი: „რონალდუ საუკეთესოა“

ლეგენდარული მექსიკელი ფორვარდი ჰუგო სანჩესი, სამეფო კლუბის ღირსებას 80-იან წლებში იცავდა.


გამოცემა AS-ი „რეალს“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გოლეადორს შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა, რომლის მთავარი თემაც, კრიშტიანუს ე.წ. მაკრატელა დარტყმები გახლდათ.

- ალბათ, ნახავდით კრიშტიანუს „მაკრატელას“ „გრანადასთან“ შეხვედრაში...
- რა თქმა უნდა, რამდენჯერმე გადავახვიე აღნიშნული ეპიზოდი და მინდა გითხრათ, რომ პორტუგალიელმა ბრწყინვალედ ითამაშა.სამწუხაროდ, მეკარემ მოიგერია, წინააღმდეგ შეთხვევაში, სრულყოფილად შესრულებული დარტყმა გამოვიდოდა.

- თქვენს კარიერაში რომელ „მაკრატელას“ გამოარჩევდით?
- რომელიც „ლორგონიესის“ კარში გავიტანე.მახსოვს, 2 მეტრისა და 10 სანტიმეტრის სიმაღლიდან დავარტყი.

- ნახტომის განხორციელების დროს, რონალდუმ 2 მეტრისა და 35 სმ. სიმაღლეზე აწია ფეხი...
- ის ჩემზე მაღალია (იცინის).უბრალოდ დიდებულად შეასრულა ყველაფერი.

- აგვიღწერეთ, როგორ უნდა შეასრულოს ფეხბურთელმა იდეალური მაკრატელა?
- საჭიროა ფეხის აწევა შესაბამის სიმაღლეზე და დარტყმის განხორციელება გვერდულად ან უკნიდან.ვფიქრობ, ასეთი სიტუაციის დროს, ყველაზე მთავარია ბურთის ტრაექტორიის გათვლა, რათა ზუსტ დროს განახორციელო ახტომა, რაც საკმაოდ რთული შესასრულებელია.კრიშტიანუმ ყველაფერი იდელურად გააკეთა.

- კრიშტიანუმ უკვე 6-ჯერ სცადა სანჩესის სტილში გატანა...
- იმედი მაქვს, სანამ მიზანს არ მიაღწევს, გააგრძელებს მუშაობას.პირადად მე, ვარჯიშების შემდეგ ვრჩებოდი და საათობით ვვარჯიშობდი ასეთი სტილის დარტყმებზე.პორტუგალიელს დიდი რესურსი გააჩნია და ამასაც მოახერხებს.

- კარიეირს განმავლობაში რამდენი მაკრატელა გაქვთ გატანილი?
- დაახლოებით 40.თხუთმეტი ესპანეთში, ხოლო დანარჩენი მექსიკაში.მახსოვს, ადგილობრივი „პუმასის“ რიგებიდან, „ატლანტეს“ დიდებული მაკრატელა გავუტანე.თამაშის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის პრეზიდენტი მოვიდა და „როლექსის“ საათი მაჩუქა.როგორც ზემოთ აღვნიშნე, „ლორგონიოსთან“ შესრულებულ დარტყმას გამოვარჩევდი.ფლანგიდან მარტინ ვასკესმა ჩააწოდა და მეც შესაბამისად მომზადებული დავხვდი ბურთს ჰაერში.გოლის შემდეგ, 3 წუთის განმავლობაში, ტრიბუნები ყვიროდნენ „მატადორ-მატადორ-მატადორ.“რაც შეეხება ისევდაისევ რონალდუს, მისი მონდომება ყველასათვის სამაგალითოა.ჩემი აზრით, ის საუკეთესოა მსოფლიოში.„რეალის“ ბომბარდირების დავაში უკვე ჩამოვიტოვა და ვიმედოვნებ, რომ „მაკრატელასაც“ შეაგდებს.

RealMadrid.Ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)