ხესე თავის სტიქიაშია

სამეფო კლუბის შემტევს უკვე 5 გოლი დაუგროვდა მიმდინარე სეზონში.


„სანტიაგო ბერნაბეუ,“ „ნოუ კამპი,“ „მესტალია,“ „სან მამესი“ - იმ სტადიონების ჩამონათვალია, სადაც ხესემ შეძლო თავის გამოჩენა.დამეთანხმებით, რომ ამ ისტორიულ საფეხბურთო არენებზე, მოწინააღმდეგის სირთულიდან გამომდინარე, ნებისმიერ ფორვარდს უჭირს თავის გამოჩენა, თუმცა ახალგაზრდა კასტილიელისათვის სახელოვან გუნდებთან გოლაობა პრობლემას არ წარმოადგენს.

პირველად, არც მეტი არც ნაკლები, ბარსელონაში გაიტანა ხესემ.ანჩელოტიმ თამაშის გადასარჩენად „ოციანს“ უხმო.ამ უკანასკნელმაც ერთადერთი შანსი ხელიდან არ გაუშვა და რონალდუს პასით, ვალდესის კარი აიღო.

2 თვის შემდეგ, „ღამურებთან“ სტუმრად, ხესეს კვლავ რთულ მომენტში უხმეს მწვანე მინდორზე (2-2).ამ უკანასკნელმაც მწვრთნელის ნდობა გაამართლა და მატჩის მიწურულს 3 ქულა მოუტანა გუნდს.

უკვე 2014 წელს, კანტერანომ ჯერ არაოფიციალურ მატჩში „პსჟ“-ს გაუტანა ერთადერთი და გამარჯვების გოლი, ხოლო შემდეგ ორჯერ სამეფო თასზე ივაჟკაცა („ოსასუნასთან“ და „ესპანიოლთან“).

და ბოლოს, ენთუზიაზმით აღსავსე ფორვარდმა ბასკების „კათედრალზეც“ ნაყოფიერად ითამაშა.მან ამჯერადაც გამოიყენე კრიშტიანუს პასი.

RealMadrid.Com

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)