სერხიო რამოსმა ათი წლის იუბილე აღნიშნა

სერხიო რამოსმა ათი წლის იუბილე აღნიშნა


სერხიო რამოსმა, გუშინ დებიუტიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა პირველ დივიზიონში.


სწორედ 1 თბერვალს შედგა,17 წლის ახალგაზრდა მცველის დებიუტი,სევილიის რიგებში,დეპორტივოს წინაამდეგ,პრიმერა დივიზიონში,რომელიც ანგარიშით 1–0 დასრულადა,სეროჟას სასარგებლოდ.სწორედ ეს თამაში გახლდათ ,დასაწყისი მომავალი ვარსკვალვის დაბადებისა.
რამოსმა კარიერა კარგად დაიწყო,მაგრამ ვერავინ იფიქრებდა იმას,რომ ადრეულ წლებშივე გიგანტურ ნახტომს გააკეთებდა და 2005 წლის ზაფულში,მოწვევა მოუვიდოდა,თავად სამეფო კლუბისგან.გუშინ კი "რამოსმა" წარმატებები აღნიშნა, ამჯერად მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მცველის რანგში.
რამოსმა რამოდენიმე წლის წინათ,ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა,რომ მისი სამეფო კლუბში გადასვლა,უიდესი სიხარული და ნეტარების შეგრძნება გახლდათ,რომლსაც დიდი ძალისხმევით და შრომით მიაღწია.მას სურდა მოეპოვებინა მრავალი ჯილდო,საყვარელ კლუბთან ერთად და ყოფილიყო საუკეთესო.

გუშინდელი საუბრისას კი თქვა,რომ გუნდი კონცენტრირებული "ლა დეციმაზეა" და მათი ოცნებაა, რიგით მეათე ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა,იკერთან ერთად.

რამოსს ბავშვობიდანვე ძლიერ უყვარდა ფეხბურთი.მეზობლები ზედმეტ სახელად ტორნადოს ეძახდნენ და იხსენებენ,რომ ახალგაზრდა ბიჭი, ყოვლთვის,ყოველ წამს, ბურთთან ერთად დარბოდა.დროთა გნმალობაში კი,ბურთი განუყოფელ ატრიბუტად ექცა.

"სწორედ ეს იყო ჩემი ჰობი,მე მიყვრდა ფეხბურთი და მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო.ასე ხდება,როდესაც ახალგაზრდა ხარ,ისახავ მიზანს და გსურს,რომ მას მიაღწიო.სწორედ ეს ჟინი და სურვილი დამეხმარა,გავმხდარიყავი ის,ვინც დღესდღეობით ვარ და მე ვამაყობ ჩემი თავით.თავდაპირველად მე ვუყურებდი ჩემს უფროს ძმას და მის გუნდლებს,ისინი მხოლოდ მოყვარულები იყვნენ და არ შეძლოთ კრგად თამაში,მაგრამ ჩემზე საკმაოდ დიდები იყვნენ.ერთხელაც მათ თამაშში მეც მივიღე მონაწილეობა,მწვრთნელს მოვეწონე და სწორედ აქედან დაიწყო,ჩემი საფეხბურთო კარიერა."

ადრეული წლები

"თავდაპირველად,სევილიელთა 12 წლამდელთა გუნდში ვიყავი ,შემდეგ 16 წლიანებში გადავედი და ბოლოს,როდესაც 18 წლის გავხდი,მაცნობეს რომ უნდა გავფრენილიყავი მთავარ გუნდთთან ერთად და ეს იყო საუკეთესო წუთი,ჩემს ცხოვრებაში.ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები დარჩნენ სახლში,რათა ტელევიზორით ეყურებინათ მატჩისთვის."

სადებიუტო ემოცეიები

"ეს საოცრება გახლდათ.ვხვდებოდი,რომ ოცნების ასრულებდამე საათებიღა იყო დარჩენილი,მიხაროდა და ღმერთს მალობას ვწირავდი.საოცარი გრძნობა იყო,როდესაც დავბრუნდი სახლი,სადაც ყველა ჩემი მეგობარი,ახლობელი და ნათესავი დამხვდა.ისინი მიღიმოდნენ,თბილად მეხუტებოდნენ და საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ ჩემთვის.ეს წუთები არასოდეს დამავიყდება."

კარიერული წინსვლა და ესპანეთის ნკრები

"ლუის არაგონესმა" მომცა შანსი,რომ გავმხდარიყავი უფრო ძლიერი და მოვხვედრილიყავი ესპანეთის ნაკრებში.დებიუტი "სალამანსასთან" შედგა.
"არაგონესმა" წამიყვანა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე,ისეთ გენიალურ ფეხბურთელთან ერთად,როგორიც "მიჩელ სალგადო" გახლდათ.მე ბედნიერი ვარ,რადგან გამიმართლა და ასეთ პატარა ასაკში,მქონდა დებიუტი ნაკრებთან ერთად."

მადრიდული კარიერა

რამოსი მერენგებს 2005 წელს შეუერთდა,როდესაც 19 წლის იყო.ფლორენტინო პერესი განმარტავს რამოსის ტრანსფერს.
"ერთხელ,როდესაც სევილიის თამაშს ვუყურებდი,მოვიხიბლე ახლგაზრდა,ნიჭიერი მცველით,იგი ძალზედ პატარა იყო და არ შეეძლო ჩაეტარებინა,ლა ლიგის თამაშები ინტენსიურად,მაგრამ მე გადავწყვიტე რომ შანსი მიმეცა და სამეფო კლუბში მომეყვანა,სადაც მას უდიდესი მომავალი ელოდა."

პირველი საკლუბო ჯილდო
"პირველი ჯილდო გახლდათ ლა ლიგის მოგება 2006/2007 წლებში.ეს იყო პირველი ჩემპიონატი რომელიც მე მოვიგე და ძალიან ბედნიერი ვიყავი.მე მისი მოგება გუნდელებთან ერთად ავღნიშნე. მახსოვს თითოეული წამი,თუ რა ხდებოდა გასახდელში,როგორ ზეიმობდნენ ფეხბურთელები ჩემპიონობას.

სათამაშო ხარისხი


"მე საკმაოდ ამბიციური პიროვნება ვარ,ამიტომ ყოველ დღე,ყოველ თამაშში,ვცდილობ გავუმჯობესდე და წარმატებას მივაღწიო.როდესაც შეცდომას ვუშვებ,ვცდილობ იგივე აღარ გავიმეორო და ვარჯიშის საშუალებით წუნი გამოვასწორო."

მძიმე წუთები ცხოვრებაში
"ანტონიო პუერტას" სიკვდილი,ჩემთვის დიდი დარტყმა იყო.მე მასთან განსაკუთებული დამოკიდებულება მქონდა.ჩვენ ბავშვობიდან ერთად ვიყავით,ვმოგზაურობდით და ვიზრდებოდით ერთად,ვუზიარებდით ჭირსაც და ლხინსაც.ის ჩემთვის განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ,რომელიც სიცოცხლის მანძილზე არასოდეს დამავიწყედება."

დებიუტი ბერნაბეუზე
"მადრიდული პუბლიკის წინაშე გამოსვლა,დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული.ჩვენ მაშინ სელტას დავუპირისპირდით და ჩემდა სამწუხაროდ დავმარცხდით.სახლში დაღონებული მივედი,ჩემთან მამა მოვიდა,მომეხვია და მითხრა,რომ ცხოვრებაში და ზოგადად ფეხბურთში,მრავალად იყო მარცხი და მწუხარება,ამიტომ მათთვის არ უნდა მიმეცა უფლება,ჩემზე გავლენა ექონიათ.

მსოფლიო ჩემპიონატის მოეგება
მე ბედნიერი ვარ,რადგან შევძელი,მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოგება, ჩემს ქვეყანასთან ერთად,ახლა კი გვამრთებს მოგებული ტიტული დავიცვათ ბრაზილიაში.ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემპიონთა ლიგის მოეგაბაა რეალთან ერთად.

მთელი 10 წლის მანძილზე,რამოსმა მოიპოვა ფეხბურთელების და გულშემატკივრების სიყვარული.იგი "მადრიდის რეალის" ერთერთი ლიდერი და ვიცე კაპიტანია,თეთრი მებრძოლი,რომელიც მალე სამეფო კლუბის სიმბოლოდ იქცევა,ისევე როგორც "რაული" და "კასილასი" იქცნენ.იგი,მსოფლიოს ნომერ პირველი ცენტრალური მცველია და უნდა ვამაყობდეთ,რომ იგი ჩვენს საყვარელ კლუბში ასპარეზობს.ის ნამდვილი მადრიდისტაა და სამუდამოდ იქნება მადრიდიზმის გამოვლინების თვალნათლივი მაგალითი.ვუსურვებ წარმატებებს,კარიერულ წინსვლას და მრავალი ჯილდოს მოეგებას თეთრი პუბლიკის თანხლებით. dle 10.1

  • nick2010
  • 2 თებერვალი 2014
  • 1431
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)