ალონსო: „სამეფო კლუბში თამაშს ვერ წარმოვიდგენდი“

მწვანე მინდორზე ჩაბი ალონსო დაცვასა და თავდასხმას შორის ჰარმონიაზეა პასუხისმგებელი.


ჯერ კიდევ საშობაო არდადეგებამდე, მისი მადრიდული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.რამდენიმე საშინაო შეხვედრის დროს, ადგილობრივმა ქომაგებმა სიმღერითაც კი თხოვეს ბასკს დარჩენა და როგორც მოსალოდნელი იყო, მანაც გაახანგრძლივა.

ალონსო: „სამეფო კლუბში თამაშს ვერ წარმოვიდგენდი“

ერთი-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, „რეალის“ დირიჟორმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

- დედაქალაქურ გრანდში 2009 წლის 4 აგვისტოს გადახვედით.აგვიღწერეთ რა ხდება მადრიდში?
- სამეფო გუნდში თამაში, დაძაბულ სამუშაოსთან ასოცირდება, როგორც კარგი, ასევე ცუდი თვალსაზრისით.როდესაც „თეთრი“ მაისური გაცვია, მუდამ ყურადღების ეპიცენტრში ხარ.ამასთანავე, შენზე მოდის ძალიან დიდი ზეწოლა და პასუხისმგებლობა.ვფიქრობ, მსგავს სიტუაციას ვერცერთ სხვა კლუბში ვერ შეხვდებით.უნდა იყოთ შეგნებული, რომ „ბერნაბეუს“ მოეწონოთ.საბედნიეროდ, გულშემატკივრებისგან მუდამ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობდი.

- როგორ ფიქრობთ, რთულია პირადი ცხოვრების დაკავშირება საჯაროსთან?
- როდესაც ვარჯიშს ვასრულებ და ბაზიდან გამოვდივარ, აღარ ვარ ჩაბი ალონსო და ვხდები ჩვეულებრივი მოქალაქე ჩაბი ან ბონე (ფეხბურთელის ზედმეტსახელები).ფორმის გახდის შემდეგ, ვტკბები იმ ქალაქით, სადაც ვცხოვრობ.

ინფორმაცია: გამადრიდელების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩაბი და მისი ოჯახი ქალაქის პრესტიჟულ ნაწილში ცხოვრობდნენ (ლა ფინკას დასახლება), თუმცა შემდეგ მადრიდის ცენტრალურ ნაწილში (სალამანკა) გადავიდნენ.ალონსოს მშობლიური ქალაქია სან სებასტიანია.

- ამბობენ, მსახიობობამდე ცოტა გაკლდათ...
- ერთხელ, მეგობრებთან ერთად სანაპიროზე ვთამაშობდი, როდესაც ჩემთან მოვიდნენ ერთ-ერთი რეჟისორის თანამშრომლები, რომლებიც ფილმისთვის ეძებდნენ 11 წლამდე ბასკური აღნაგობის ბიჭუნას.მათი შეთავაზების შემდეგ დედასთან მივედი და ვუამბე ყველაფერი, თუმცა სასტიკ უარი მივიღე.ის ყოველთვის საშინაო დავალების გაკეთებისკენ მოგვიწოდებდა.

- რა ფასეულობები ჩადეს თქვენში მშობლებმა?
- პატივისცემა და სიმართლე.არასოდეს ჩათვალი საკუთარი თავი იმაზე უკეთესად, ვიდრე ხარ და არასოდეს მიიღო შენი თავი ძალიან სერიოზულად.

ალონსო: „სამეფო კლუბში თამაშს ვერ წარმოვიდგენდი“

- საკუთარ წვერს შეიღებავდით თეთრად, მაგალითად როგორც რამოსმა თმა?
- არა, ამას ნამდვილად არ გავაკეთებ (იცინის).არც თმას შევიღებავ და არც წვერს, რომლის გაპარსვაზეც კი ზედმეტია საუბარი.

- თავს უვლით?
- ვცდილობ მოწოდების სიმაღლეზე ვიყო ამ კომპონენტში.საკმაოდ ყურადღებით ვაკვირდები ცნობილ გემოვნებიან ადამიანებს და იმათგან ვიღებ იმას, რაც მომწონს.ჩემ სისუსტეს წარმოადგენს საათები, სხვა აქსესუარებზე უარს ვამბობ.

- ცნობილია, რომ თქვენ დიდი ქომაგი ხართ სერიალების...
- ნაყურები სერიალებიდან გამოვარჩევდი ტონი სოპრანოს, რომელსაც შეეძლო გაეკონტროლებინა ნიუ-ჯერსის მაფია, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა ოჯახს.სწორედ ასე ვარ თამაშის შემდეგ, როდესაც 3 ცელქთან მაქვს საქმე (იცინის).

- სან-სებასტიანში თამაშის დროს, ვარსკვლავობაზე ოცნებობდით?
- ეს ძალიან შორს და მიუღწევლად მეჩვენებოდა, ამიტომაც არასოდეს ვფიქრობდი ამაზე.17 წლის ასაკში „სოსიედადის“ მეორე გუნდში გადავედი, სადაც ისეთივე გახდა ჩემი ცხოვრება, როგორიც მეგობრების.სიმართლე გითხრათ, ვერასოდეს წარმომედგინა საკუთარი თავის „რეალის“ ფეხბურთელის ან მსოფლიოს ჩემპიონის რანგში.

- 22 წლის ასაკში „ლივერპულს“ მიაშურეთ...
- ლივერპულში გადასვლამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება.ოჯახისგან მოშორებით ვიყავი და დამოუკიდებელ ცხოვრება ვისწვალე, რამაც კაცად ჩამომაყალიბა.

- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 35 წლის ასაკში?
- ნელ-ნელა ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ რას გავაკეთებ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ.თავდაპირველად, თავისუფალ დროს მთლიანად ოჯახს დავუთმობ და შემდეგ რაიმე საქმიანობას მივყოფ ხელს.შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ფეხბურთს ან ბიზნესს.ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს.

- როგორ იწყება თქვენი წერილი, რომელსაც დიდებულ ჯადოქარს უგზავნით?
- მას ტიტულებს ვთხოვ სამეფო კლუბისთვის და ასევე, კიდევ ერთი მუნდიალი ურიგო არ იქნებოდა.

RealMadrid.Ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)