ანჩელოტი: „ბეილი ვერ დაგვეხმარება“

„ატლეტიკთან“ დაპირისპირების გამართვამდე (ხვალ; 23:55; სეტანტაზე), კარლო ანჩელოტიმ პრესის წარმომადგენლების კითხვებს უპსუხა.


ბეილის მდგომარეობა: „უელსელი მადრიდში დარჩება.მან ვერ მოასწრო სრულად გამოჯანმრთელება და ცხადია, რისკზე წასვლას არ ვაპირებთ.ვფიქრობ, რომ ოთხშაბათისთვის მზადყოფნაში იქნება და კვლავინდებურად დაეხმარება თანაგუნდელებს.საგანგაშო არაფერია.

ხესე და ილიარამენდი: „მომავალი მატჩისთვის ორი ვარიანტი მაქვს: ან როდრიგესი და დი მარია სასტარტოში, ან მათგან რომელიმე და პლიუს ილიარა.ამ უკანასკნელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა სათასო პაექრობაში.გადაწყვეყილებას ხვალ მივიღებ.რაც შეეხება ხესეს, მას დასამტკიცებელი არაფერი აქვს.დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, რომელიც სასარგებელოა გუნდისათვის.“

კოენტრაუსა და კაზემიროს შესაძლო წასვლა: „როგორც ბრაზილიელს, ასევე პორტუგალიელს, მადრიდის დატოვება არ სურთ.ისინი ბედნიერად გრძნობენ თავს და კარიერის ჩვენთან გააგრძელებენ.“

მომავალი მეტოქე: „ბილბაოელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ.ისინი დინამიურ ფეხბურთს თამაშობენ.ვფიქრობ, გამარჯვებისათვის მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს.ვალვერდე საკმაოდ გამოცდილი და ნაყოფიერი დამრიგებელია.“

ვარანი განაცხადშია: „მიმდინარე კვირაში რაფამ თავდაუზოგავად იმუშავა და მუხლიც აღარ უქმნის პრობლემებს, თუმცა ჯერჯერობით ყოველ მესამე დღეს თამაშისათვის მზად არარის.პერიოდულად დასვენების საშუალება უნდა მივცეთ.“

ახალი „ბერნაბეუ:“ „პროექტი ვნახე და გაოცებული დავრჩი.სურვილი მაქვს, ახალ ფანტასტიკურ სტადიონზე მუშაობისა.“

კალენდარი: „შემადგენლობას მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდა.სიმართლე გითხრათ, ძალიან მიყვარს კვირას თამაში.

3 ქულა: „გვინდა, რომ იანვარში დაწყებული წარმატებული სერია გავაგრძელოდ.„ატლეტიკი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია პრიმერაში და დიდი ძალისხმების გაღება მოგვიწევს.“

ლუის არაგონესი: „მწუხარებას გამოვთქვამ მისი გარდაცვალების გამო.ის დიადი პიროვნება იყო ესპანურ ფეხბურთში.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)