ნაჩოს თვალნათლივი პროგრესი

ნაჩო ფერნანდესი, რომელიც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გალხავთ, აშკარად დიდ პროგრესს აჩვენებს, ესპანელი მცველი კარლო ანჩელოტის ფორმაციის რეალში სათადარიგო ცენტრ მცველად ითვლება, თუმცა როდესაც მას მოედანზე ვხედავთ რეალის უკანა ხაზი საიმედოა...


პეპეს ან რამოსის დაშავების შემთხვევაში მათ მთავარ შემცვლელად რაფაელ ვარანი განიხილება, რომელმაც შარშანდელ სეზონში ყველას დაუმტკიცა, რომ უმაღლესი კლასის მცველია და უდიდესი მომავალი აქვს, ნაჩოს გამოყენება კი იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ვერც რაფა ახერხებს ასპარეზობას.

ფერნანდესს მოედანზე არ ისე დიდი დრო აქვს გატარებული, თუმცა მისი ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე ყველა ვარაუდობს, რომ მოვა დრო როდესაც ის გაიბწყინებს და გუნდის დაცვით პოტენციალს მნიშვნელოვნად გაამყარებს.

ჟოზე მოურინიოს დროს ნაჩო მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა, რადგან პორტუგალიელი მწვრთნელი მასში ფლანგის მოთამაშეს ხედავდა, კარლოს დროს კი მას მარცხნივ მხოლოდ ორჯერ აქვს ნათამაშები, სხვა დანარჩენ დაპირისპირებებში იგი ყოველთვის ცენტრალურ მცველად გვევლინება.

ჩატარებული 11 შეხვედრიდან, ფერნანდესმა შვიდში 90 წუთი გაატარა მინდორზე, დანარჩენ 4 შეხვედრაში კი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო პაექრობაში. ესპანელმა ჩემპიონთა ლიგასაც გაუსინჯა გემო დანიის კოპენჰაგენთან და სტამბოლის გალათასარაისთან, როდესაც სერხიო რამოსის გაძევების შემდეგ შევიდა სტადიონზე. აღსანიშნავია, რომ როდესაც ახალბედა მცველი მოედანზეა "ბლანკოსი" არასდროს აგებს.

კანტერანოს ანგარიშზე დღეისათვის 768 წუთი გახლავთ. dle 10.1

  • Hala
  • 31 იანვარი 2014
  • 2326
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)