ჩრდილიდან გამოსული „მაესტრო“

სათასო შეხვედრაში ფეხბურთელის დასვენება იმის დასტურია, რომ მწვრთნელი მას მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ინახავს.


მიმდინარე სეზონში, ხორვატი ნახევარმცველი 28-ჯერ გამოვიდა მწვანე მინდორზე, აქედან 23 შემთხვევაში სასტარტო წუთებიდან მოუწია გარჯა.აღნიშნული ციფრები შარშანდელისაგან განსხვავებულია.მოურინიოს ფორმაციის „რეალში,“ მოდრიჩმა 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან, მხოლოდ 36-ჯერ დაიკავა ადგილი ძირითად თერთმეტეულში.

ესპანეთში „განსაკუთრებულს“ არც ამტყუნებენ, რამეთუ პრე-სეზონის არქონის გამო, ლუკას ძალიან უჭირდა კონდიციების აკრეფა, თუმცა „ოლდ ტრაფორდზე“ დატრიალებულმა მოვლენებმა, ფეხბურთელის მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა.

უნდა ითქვას, რომ „სპურსიდან“ გადმობარგების შემდეგ, მოდრიჩის ბევრი უყურებდა სკეპტიკური თვალით.უმეტეს შემთხვევაში, მას განიხილავდნენ, როგორც სათადარიგო მოთამაშედ, მაგრამ ნიჭი და შესაძლებლობები არასოდეს იმალება.ხორვატი ჩრდილიდან გამოვიდა და დღესდღეობით არა ალონსოს შემცვლელად, არამედ მის მეწყვილედ მოიაზრება.

ხორვატის ბურთის ფლობა, მოკლე და შორეული გადაცემები, ეფექტური თამაში დაცვაში და კიდევ ბევრი სხვა ნიუანსი, შთამბეჭდავ სურათს ქმნის.მას ღირსეულად მოიხსენიებენ რონალდუს გვერდით და ახლა უკვე, მოლოდინები გაცილებით დიდია.

სეზონის ყველაზე დატვირთულ ნაწილს, ლუკა მეტ-ნაკლებად დასვენებული ხვდება.სწორედ მან უნდა „უდირიჟოროს“ თანაგუნდელებს კარს მომდგარ ურთულეს პაექრობებში.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (210)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)