რეკორდიდან რეკორდამდე ან დიდებული იანვარი

გამოცემა AS-ის ჟურნალისტმა ტომას რონსერომ, სამეფო კლუბის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მიმოიხილა.


„როგორც იქნა, სრულად დავბრუნდით ტიტულის მაძიებელთა რიგებში, რაც 2014 წლის მთავარი სიახლეა.მიმდინარე თვის განმავლობაში, მადრიდელებმა 9 მატჩი მოიგეს ისე, რომ ერთი გოლიც კი არ გაუშვიათ.ბუნებრივია, გუნდის ბოლოდროინდელი შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია: თავდაპირველად, 1-0 „პსჟ“-სთან.მართალია შეხვედრა ამხანაგური იყო, თუმცა მეტოქე ჩემპიონთა ლიგის კალიბრის გუნდებს მიეკუთვნებოდა.ამას მოჰყვა ორჯერ 2-0 „ოსასუნასთან,“ სამჯერ 1-0 „ესპანიოლთან,“ 5-0 „ბეტისთან,“ 3-0 „სელტასთან“ და 2-0 „გრანადასთან.“

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ „თეთრებმა“ სტაბილურობისა და თავდაჯერებულობის კოეფიციენტი აიმაღლეს.ანჩელოტი ყოველგვარი ხმაურისა და რეკლამის გარეშე, მშვიდად მიიწევს დასახული მიზნებისაკენ.იტალიელმა ჩინებულად მოახერხა ფეხბურთელების შეკრა და ერთ ოჯახად ჩამოყალიბება.მის გუნდში თითოეული მოთამაშე დაცულად გრძნობს თავს.რა თქმა უნდა, ზოგჯერ ახლო ნათესავებსაც მოსდით ერთმანეთში კამათი.ასე შევაფასებდი, ალონსოსა და არბელოას ქმედებს „ესპანიოლთან“ შეხვედრაში, თუმცა ბიჭებისთვის ეს უკვე წარსულია.

ჩემი აზრით, 4-3-3ის პირობებში, „რეალი“ დაბალანსებულ და საიმედო ფეხბურთს თამაშობს, რამაც იანვარის წარმატებული სვლა განაპირობა.

კაპიტანი კასილიასი
იკერი პრიმერას მატჩებში არ იღებს მონაწილეობას, თუმცა ამას ანაირად უმოქმედია მის სათამაშო დონესა და ტონუსზე.15 წლიანი კარიერის განმავლობაში, კლუბის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერიის ავტორი გახდა და „ბენრბაეუს“ ტრიბუნებმა კვლავინდებურად დაიწყეს მისი გვარის სკანდირება.

ხესე და ნაჩო
მადლობა ალბერტო ტორილს, რომელმაც ამ რაოდენობის ნიჭიერი ფეხბურთელი გამოგვიზარდა.როდრიგესმა კვლავ გაიტანა და ამჯერადაც გამარჯვების გოლი.მხოლოდ მან მოახერხა საიმედო კასილიას კარის აღება.საქებარი სიტყვებს არ დავიშურებ ნაჩოს მისამართითაც, რომელმაც ბრწყინვალე ტანდემი შექმნა რამოსთან ერთად.ალბათ, „რეალის“ აკადემიის დონესთან დაკავშირებული კითხვები, ნელ-ნელა ყველას უქარწყლდება.

„მადრიდიტისი“
ცოტა არ იყოს გავოცდი, როდესაც მარტინომ დასძინა, რომ აღნიშნული სიტყვის მნიშვნელობა არ იცის.რამდენიმე თვის წინ, „ბარსელონას“ დამრიგებელი, ბეილის სატრანსფერო ღირებულებას საფეხბურთო სამყაროს სირცხვილს უწოდებდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ როსელიმ, რომელიც უკვე გადადგა, ნეიმარში გაცილებით მეტი გადაიხადა.რას ვიზამთ, სხვადასხვა მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანებს ხშირად ეცვლებათ აზრი.

მოდუნების დრო არ არის, წინ „სან მამესი“ გველოდება. dle 10.1

  • Undecima
  • 31 იანვარი 2014
  • 2120
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 2
2 კროოსი 1
3 ვასკესი 1
4 აზარი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 4 0 2 12
2 რომა 6 3 0 3 9
3 პლზენი 6 2 1 3 7
4 ცსკა 6 2 1 3 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

ვინ უნდა იცავდეს „რეალის“ კარს?

კურტუა
ნავასი



მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2019 (337)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)
აპრილი 2019 (331)
მარტი 2019 (479)