ასიერ დელ ორნო : "ბილბაო საკუთარ მოედანზე ფავორიტია"

ბასკი ფეხბურთელი, ასიერ დელ ორნო, რომელიც ესპანეთის პრიმერა დივიზიონის რამდენიმე გუნდსა და ლონდონის ჩელსიში წლების მანძილზე გამოდიოდა ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკი ფავორიტი გახლავთ...


"მიუხედავად იმისა, რომ ატლეტიკის წინააღმდეგ თამაშებიც მომიწია მინდა გითხრათ, რომ ჩემი გული ყოველთვის ბილბაოშია, რადგან ბასკი ვარ და ამ გუნდს უდიდეს პატივს ვცემ."

"წლეულს ბასკები ბრწყინვალედ ასპარეზობენ და საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, აქედან გამომდინარე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს სხვა ესპანურ კოლექტივებთან ერთად ატლეტიკიც დაამშვენებს, რაც საბედნიერო ფაქტი გახლავთ."

"ბილბაოელთათვის თითოეული გატანილი გოლი და მოგებული მატჩი უდიდესი ბედნიერების ტოლფასი გახლავთ, ისინი ფეხბურთით ცხოვრებენ."

"კვირას მეტად სანახაობრივ და დრამატულ მატჩს ველი და მადრიდის რეალს ფავორიტად არ მივიჩნევ, რადგან მიმდინარე სეზონში ატლეტიკი ტოლს არცერთ გუნდს არ უდებს."

"კარლო ანჩელოტის გუნდი შემადგენლობის მხრივ "ბილბაოს" რამდენჯერმე აღემატება, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი მონდომება და შემართება იქნება."

"დასაკარგი ქულები არცერთ გუნდს არ აქვს, "მერენგები" ჩემპიონობისთვის იბრძვიან ბასკები და ოთხეულში მოხვედრისთვის, აქედან გამომდინარე უპრეცენდენტო ბრძოლას ველი." dle 10.1

  • Hala
  • 30 იანვარი 2014
  • 2081
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)