შალანდი:"რეალის" არ გვეშინია"

"ციურიხის" მთავარმა მწვრთნელმა ბერნარდ შალანდმა განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს არ ეშინიათ "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშის.


შვეიცარიელთა მწვრთნელი თვლის, რომ გუნდს "მილანთან" სტუმრად გამარჯვებამ დიდი სამსახური გაუწია. "არაფრის გვეშინია" – განაცხადა შალანდმა პრესკონფერენციაზე. "ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ. მართალია ბოლო მატჩებში ჩემი გუნდი ცუდად გამოიყურება, მაგრამ ფეხბურთელებს იმედი მაქვს. მათ ისევე უნდა ითამაშონ, როგორც ეს "სან სიროზე" გააკეთეს".

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დადებით შედეგს მივაღწიოთ. ვფიქრობ, შეგვიძლია კარგად თამაში".

კრისტიანო რონალდოს დაბრუნების შესახებ "ციურიხის" მწვრთნელმა შემდეგი განაცხადა: "კრისტიანო არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ მადრიდელებს ჰყავთ ასევე ბენზემა, რაული და იგუაინი, რომელთაც არანაკლებ შეუძლიათ ხიფათის შექმნა". შეგახსენებთ, რომ რონალდომ პირველ მატჩში შვეიცარიელები ორი გოლით "დაასაჩუქრა".

"ციურიხი" გამოეთიშა შვეიცარიის თასზე ბრძოლას და შალანდს იმედი აქვს, რომ ეს იმოქმედებს გუნდზე და გამოცოცხლდება. "შესაძლოა ეს სასიამოვნო იყოს ჩვენთვის "ბერნაბეუზე" ვიზიტის წინ. გვსურს მოვიგოთ ეს შეხვედრა. ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია და მზადაა ბოლომდე საბრძოლველად" – განაცხადა შვეიცარიელთა დამრიგებელმა.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 24 ნოემბერი 2009
  • 3689
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (247)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)