საფეხბურთო სამყაროს დიდი რეკორდსმენი

იკერ კასილიასი საფეხბურთო სამყაროს ნამდვილი მოვლენაა.თავისი მიღწევებიდან გამომდინარე, პლანეტის ნომერ პირველი კიპერია.


აღნიშნული სტატიაში „ელ კაპიტანოს“ სხვადასხვა რეკორდებზე მოგითხრობთ, რომლებიც საკმაოდ მრავლად დაგროვდა მის „თეთრ“ და „წითელ“ კარიერაში.

დავიწყოთ იქედან, რომ კასილიასი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურით 100 გამარჯვება იზეიმა (ამ მომენტისათვის, 152 საერთაშორისო მატჩი ირიცხება მის აქტივში და აქედან, 111 მოგება).ის პირველი კარის დამცველია, რომელმაც ზედიზედ სამ ფინალში (2 ევროპა და 1 მსოფლიო) 10 სეივი გააკეთა (თან რა სეივები - ავტ.) და მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა (საერთო ჯამში 300 წუთიანი მშრალი სერია).

„სენთ იკერი“ ერთადერთი მეკარეა, რომელმაც ნაკრების რიგებში 97-ჯერ (53 ოფიციალური თამაში) შეინახა კარი ნულზე.ჩატარებული 152 მატჩების 60 პროცენტში გოლი არ გაუშვია: 7 უგოლო მატჩი მსოფლიოზე, 9 ევროპის ჩემპიონატზე, 3 კონფედერაციის თასზე, ხოლო 34 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში.ასეთი მიღწევით ვერც ის მეკარეები დაიტრაბახებენ, რომლებიც სხვადასხვა წლებში, „ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს ბურთის“ მფლობელნი გახდნენ.საშუალოდ ერთი მატჩის განმნავლობაში, მის კარში 0.54 გოლის გადის, რაც თავისთავად უპრეცედენტოა.

2006 წელს, გერმანაში გამართულ მუნადიალზე, 1/8 ფინალში ზიზუს გოლის კასილიასი კარში უკანასკნელია, რომელიც „კაპიტანომ“ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მერვედფინალურ, მეოთხედფინალურ, ნახევარფინალურ და ფინალურ სტადიებზე გაუშვა.საერთო ჯამში 10 თამაში და 990 წუთიანი მშრალი სერია.იქედან მოყოლებული, იკერს გერმანელები (ორჯერ), იტალიელები (ორჯერ), პორტუგალიელები (ორჯერ) რუსები, პარაგვაელები, ჰოლანდიელები და ფრანგები დაემუქრნენ, თუმცა უშედეგოდ.მის ანგარიშზე 24 სეივი ჩაიწერა, მათ შორის 4 მოგერიებული პენალტი (დე როსის, დი ნატალეს, კარდოსოსა და მოუტინიოს).

კარიერის განმავლობაში კასილიასმა 9 ფინალი ითამაშა (ერთი მუნდიალზე (2010), ორი ევროპაზე (2008, 2012), ერთი კონფედერაციის თასზე (2013), 2 ჩემპიონთა ლიგაზე (2000, 2002), ერთი სამეფო თასზე (2013), ევროპის 16 წლამდელთა ჩემპიონატზე (1997) და ერთი მერიდიანის თასზე (1999)), სადაც მხოლოდ 4 გოლი გაუშვა.პირველი გოლი ბერნან ბორტეიმ შეუგდო 99-ში, რის შემდეგაც, 589 წუთიანი მშრალი სერია (21 სეივი), 2013-ში ბრაზილიელებმა დაურბიეს.

ესპანეთის 92 წლიანი საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში, კასილიასი ყველაზე რეკორდსმენი ფეხბურთელია.მის სახელზეა ჩატარებული მატჩების მხრივ დამყარებული რეკორდი (182 (ოფიციალური მატჩები 152)), გამარჯვებები (111), სათამაშო დრო (12.038) და კაპიტნის სამკლაური (88-ჯერ).მის აქტივში ხანგრძლივი სერიების ხვადასხვა პერიოდებში (815 ', 708 ' და 685).ჩამოთვლილი ციფრები ნებისმიერი ყოფილი თუ მოქმედი ესპანელი მეკარეებისათვის, უპრეცედენტოა.

როდესაც იკერმა „რეალის“ მაისური ჩაიცვა, 18 წლისა და 115 დღის იყო (ყველაზე ახალგაზრდა გოლკიპერი კლუბის ისტორიაში).ამ მომენტისათვის, მის ანაგრიშზე 666 ოფიციალური მატჩი (რაულსა და სანტილიანას ჩამოუვარდება მხოლოდ) და 420 გამარჯვებაა (9-ით ჩამორჩება რაულს).რაც შეეხება უშუალოდ პრიმერა დივიზიონს, 476 თამაში მე-11 საფეხურზეა, ხოლო კონკრეტულად კიპერებში მესამეზე.მას მხოლოდ სუბისარეტა (622) და ბუიო უსწრებენ (542), რომლებმაც შესაბამისად, 37 და 38 წლის ასაკში ჩამოკიდეს ბუცები ლურსმანზე.

[/center]

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში იკერი ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი კიპერია (18 წლის და 115 დღის).ის ასევე ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „უეფას“ ეგიდით ჩატარებული ტურნირის ფინალურ პაექრობაში (19 წლისა და 4 დღის).ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეოთხეა (133) და მხოლოდ 10-ით ჩამორჩება რაულს.

კასილიასი პირველი კაპიტანია საფეხბურთო ისტორიაში, რომელმაც ორი ევროპისა და ერთი მსოფლიოს თასი დაიბევა.ასევე, ერთადერთი მეკარეა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირებზე ყველაზე მეტი თამაში ჩაატარა.

„რეალის“ ისტორიაში იკერი ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერიის ავტორია - 682 წუთი.

[center]


AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)