ზიდანი: „ჩემი გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს“

„რეალის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენმა ზინედინ ზიდანმა, ფრანგულ L'Equipe-სთან სამომავლო გეგმებსა და ამბიციებზე ისაუბრა.


- სამეფო კლუბში მუშაობის დაწყება, თქვენთვის წარსულში დაბრუნების ტოლფასია?
- თამამად გეტყვით, რომ ძალიან მინდოდა ფეხბურთში დაბრუნება და ახლიდან იმის შეგრძნება, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.მაგ: საფეხბურთო მოედნის მაგია, მატჩებისთვის მზადება, ზეწოლა და ა.შ.

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩამოკიდეთ ბუცები ლურსმანზე...
- ამ პერიოდის განმავლობაში, ოჯახური ურთიერთობებით ვტკბებოდი.ბავშვებს სკოლაში ვატარებდი და მათ აზღრდაში ვიღებდი მონაწილეობას.

- რატომ გადაწყვიტეთ ფეხბურთში დაბრუნება?
- იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება საკმაოდ მშვიდი და მოზომილი გახდა, რაშიც დადებითს ვერაფერს ვხედავდი.თავდაპირველად, მენეჯერის თანამდებობა მოვირგე, ხოლო ახლა სამწვრთნელო სამყაროში ვიღებ გამოცდილებას.ის, რომ ყოფილი ფეხბურთელი ვიყავი, ძალიან მეხმარება ყველაფერში.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ჩემი მიზანია გაზრდა-განვითარება.მიჩვეული ვარ ნებისმიერი პოზიციიდან მაქსიმუმისთვის ბრძოლას.დამიანმა იმ სფეროში უნდა იმოღვაწეოს, სადაც პერსპექტივა აქვს.ჩემი აზრით, შევძლებ დამრიგებლობისთვის თავის გართმევას.აღნიშნული საქმიანობის პოტენციალი დევს ჩემში.

- როგორი სტილის მწვრთნელი იქნებით?
- ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციასა და გუნდის ამოცანებზე.ზუსტად ვიცი, რომ ჩემი გუნდი იქნება ამბიციური და სერიოზული მიზნებისთვის მებრძოლი.ფეხბურთელებს დაბალანსებულ და შემტევ ფეხბურთს ვათამაშებ.

- ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებული გაქვთ სამწვრთნელო კრედო...
- არა.ბუნებრივია, მომავალს ვერ გავნჭვრეტ.უბრალოდ თამაშის პრინციპებზე გესაუბრებით.

- ვის ხედავთ თქვენს სამვწრთნელო შტაბში?
- (იცინის) ჯერჯერობით ჩემი გუნდი სრულ მზადყოფნაში არ არის.

- რა ისწავლეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში?
- სამწვრთნელო საქმიანობის მრავალფეროვანი ასპექტები.ვფიქრობ, განვლილი 2 წლის განმავლობაში სერიოზულად გავიზარდე.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ფეხბურთელებთან?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი საფეხბურთო კარიერა მოთამაშეებთან ურთიერთობას მიადვილებს.ყველას, ვინც მეკითხება რა არის საჭირო სიდიადისთვის, ვპასუხობთ კონკრეტული ფრაზით: „თავდაუზოგავი მუშაობა.“

- როდის გახდებით მთავარი მწვრთნელი?
- ამ ეტაპზე „რეალში“ ვმუშაობ და უახლოესი გეგმებიც მას უკავშირდება.სამომავლოდ, ვეცდები მთავარი მწვრთნელის რანგში ძალების მოსინჯვას, თუმცა კონკრეტული თარიღის დაანონსება არ შემიძლია.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)