ანჩელოტი სანიას განიხილავს
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით კარლო ანჩელოტიმ არსენალის მარჯვენი მცველის, ბაკარი სანიას შეძენა გადაწყვიტა და ამ საკითხზე ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებას გეგმავს...
მეთოფეთა მარჯვენა მცველს ახლანდელ კლუბთან მომქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად ფეხბურთელი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარს აცხადებს, აქედან გამომდინარე პრესაში რა თქმა უნდა მის წასვლაზე ალაპარაკდნენ."
ბაკარის შეძენა გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პარისენჟერმენსა და მონაკოს სურდათ, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა, ახლა კი როგორც სჩანს ფრანგულ კლუბებს ესპანელებიც შეეცილებიან.
ფეხბურთელს მადრიდში გადაბარგებასთან დაკავშირებით კომენტარი არასდროს გაუკეთებია.
- 28 იანვარი 2014
- 1955
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.