პელეგრინის მატჩისწინა პრესკონფერენცია

სამეფო კლუბის ჩილელმა დამრიგებელმა, მანუელ პელეგრინიმ, ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.


- გუნდის უკანასკნელ ვარჯიშს არ ესწრებოდა გუტი.რაშია საქმე?
- ფეხბურთელის ტრავმას ახლა გრიპიც დაემატა, ამიტომაც ჩვენ კვლავ ვერ შევძელით მოთამაშის განაცხადში შეყვანა.ფაქტიურად ის ერთდადერთი, რომელზეც ვერ გავთვლით მომავალ შეხვედრაში.

- და რა სახის ვირუსი აწუხებს?
- ეს მედიკოსებმა უნდა გაარკვიონ.

- რას იტყვით "ბარსასა" და "ინტერის" პაექრობაზე?
- მე არ მაინტერესებს თქვენსმიერ ნახსენები შეხვედრა.ეს მხოლოდ კატალონიელების ინტერესში შედის.მადრიდელების საზრუნავი მხოლოდ "ციურიხთან" გასამართი თამაშია.ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური კონცენტრაცია, რათა მოვიპოვოთ 1/8 ფინალის საგზური.

- გამოდის, რომ ლიდერობა გინდათ ჯგუფში?
- პირველ ადგილზე გასვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გამდამწყვეტი.ვგონებ, ნებისმიერი გუნდისათვის კარგი მოვლენაა, როდესაც 1/8 ფინალის მეორე მატჩს შინაურ კედლებში გამართავს, თუმცა ეს 1/4 ფინალში გასვლის გარანტია ნამდვილად არ არის.

- რონალდუ განაცხადშია.მას მხოლოდ პირველ ტაიმში ვიხილავთ მოედანზე, თუ მთელი 90 წუთის განმავლობაში?
- ბოლო ვარჯიშებიდან კარგად გამოჩნდა, რომ პორტუგალიელი სრულ მზადყოფნაშია.რამდენ წუთს დაჰყოფს ის მოედანზე, ამას ხვალე გავიგებთ.

- რა მნიშვნელობისაა მისი დაბრუნება გუნდისათვის?
- ალბათ, არ შეიძლება ისეთი ფეხბურთელის დაბრუნებაზე არ იფიქრო, როგორიც რონალდუა.დღესდღეობით კრიშტიანუ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.ის გუნდის ნაწილია, თუმცა მისი არყოფნის დროსაც დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია "კ.რ."-ს გარეშეც გარჯა.

- ხვალინდელ თამაშში, ხომ არ დაზოგავთ რომელიმე ფეხბურთელს "კლასიკოსათვის?"
- გუნდი მაქსიმუმს გაიღებს, რათა ჩემპიონთა ლიგის მომავალი ეტაპის საგზური მოიპოვოს.ჩვენთვის ჯერ "ციურიხია," ხოლო შემდეგ "ელ კლასიკო."

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Es
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)