რამოსი: „ყვითელს გავასაჩივრებთ“

„გრანდასთან“ ნამატჩევს რამოსმა განაცხადა, რომ დაცვაში საიმედო თამაში ფეხბურთელებს დამაჯერებლობას მატებს.


„კარის მშრალად შენახვას მოაქვს დამაჯერებლობა და სიმშვიდე.შემტევი ფეხბურთელები იმედიანად გრძნობენ თავს, რამეთუ მათ ძლიერი დაცვა უმაგრებთ ზურგს.ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ სწორედ გზაზე ვდგავართ.იმედია, ჩვენი კონკურენტები ქულებს დაკარგავენ.“

„შესვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოთამაშეებისათვის.მწვრთნელი შენიშვნებს გვაძლევს და ამასთანავე გვეუბნება პოზიტიურ სიტყვებს, რაც მეორე ტაიმში გარდატეხის შეტანაში გვეხმარება.რა თქმა უნდა, პატივია ისეთ დამრიგებელთან მუშაობა, როგორიც ანჩელოტია.ის დიდებული პიროვნებაა და ფეხბურთელებთან ურთიერთობა ჩინებულად გამოსდის.“

„პირველი გოლის შემთხვევაში, გრანადელებმა სწრაფად გაითამაშეს თავისუფალი დარტყმა, რასაც ჩვენი მხრიდან ჩაჭრა მოჰყვა.ცხადია, თუ რაღაც სერიოზული არ ხდება, ბურთს მოედნიდან არ გადავაგდებთ.“

„სიმართლე გითხრათ, არვიცი რა მოვიმოქმედო.მსაჯები საკმაოდ მარტივად იღებენ ჩემი გაყვითლების გადაწყვეტილებას.იმ ეპიზოდში თამაშის წესი არ დამირღვევია, თუმცა მაინც ამიფრიალეს ბარათი, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ შესაბამის კომიტეტში და დიდი იმედი მაქვს, მოთხოვნას დაგვიკმაყოფილებენ.“

„„ბერნაბეუბ“ ნამდვილი ზეიმი მოუწყო კრიშტიანუს.ის იმსახურებდა ასეთ ოვაციებსა და პატივისცემას.ქომაგების ამგვარი დამოკიდებულება მოთამაშისადმი, ყველასთვის სტიმულია.“

„აგუსტინი „რეალით“ ცხოვრობს და მართლაც დასამახსოვრებელი დღე იყო მისთვის.ჩვენ ძალიან გვიყვარს ის.“

„სხვა კლუბებზე არ ვსაუბრობთ.ახლა „ესპანიოლთან“ თამაშზე დავიწყებთ ფიქრს.შემდეგი ეტაპის საგზური გვაქვს მოსაპოვებელი.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)