პერესი: „„რეალისათვის“ გადაულახავი გამოწვევა არ არსებობს“

სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, ახალი რეზიდენციების გახნის ცერემოენიაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.


„ამაღელვებელი დღეა მადრიდული ოჯახისათვის.ჩვენი ქალაქის მშენებლობა (Real Madrid City) პირველი ნაბიჯებია თანამედროვე ეპოქაში.მხარი უნდა ავუბათ თანამედროვე გამოწვევებს და სწორედ ამას ითხოვს ჩვენგან მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბის ისტორია. Real Madrid City ინოვაციის მაგალითია და რა თქმა უნდა, დიადი სანტიაგო ბერნაბეუს სტრატეგიული მოდელის გაგრძელებაა.„რეალს“ აქვს მარტივი და უმწიკვლო ფორმულა: საუკეთესო ფეხბურთელებისთვის, საუკეთესო პირობები.“

„ჩვენ წინაშეა უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი რეზიდენცია ელიტარული ფეხბურთელებისათვის.ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ „რეალისათვის“ გადაულახავი გამოწვევები არ არსებობს.დავამტკიცებთ, რომ ახალი პროექტები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გუნდის სპორტული შედეგების გაუმჯობესებაში.საფეხბურთო სამყაროში პირველი გუნდი ვართ, რომელსაც საკუთარი რეზიდენცია ექნება.ასევე, კლუბის ისტორიაში ინოვაციაა სამყოფელი აკადემიის მოთამაშეებისათვის.დღესდღეობით ჩვენი აკადემია, სადაც 133 ფეხბურთელი იცავს კლუბის ღირსებას, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.“

„„ბლანკოსი“ არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და მუდამ გაუმჯობესებასა და გაზრდაზე ფიქრობს.ეს ტენდენცია ადრეული წლებიდან იძენს ძალას და გრძელდება.ახალი რეზიდენციები ყველას გვეკუთვნის.ჩვენ ერთად ვზრუნავთ მადრიდის მომავალზე.რასაკვირველია, გუნდის სტრუქტურაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებათ ახალგაზრდებს, რომლებსაც ყველანაირ პირობას ვუქმნით, რათა მომავალში გვასახელონ.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)