დრენტე:"ვერ გავუტანე ვალდესს და ცხოვრება შეიცვალა"

გასულ სეზონში მადრიდის "რეალი" "კამპ ნოუზე" დამარცხდა "ბარსელონასთან" 2:0. მაშინ, როცა ანგარიში 0:0, ვიქტორ ვალდესთან პირისპირ გასულმა როისტონ დრენტემ უპატიებელი შეცდომა დაუშვა და საგოლე მომენტი ქარს გაატანა, მაგრამ შაბათს "რასინგთან" მატჩში ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ოვაციები დაიმსახურა.


კვირას თქვენ ეწვევით "კამპ ნოუს" ლიდერის სტატუსით.

ეს მატჩი გასული წლის მატჩისგან განსხვაბებული იქნება. მაშინ ჩვენ ოთხი ქულით ჩამოვრჩებოდით კატალონიელებს. ახლა კი ერთი ქულით უპირატესობა გვაქვს. თავდაჯერებულები შევხვდებით ამ შეხვედრას, მაგრამ ჯერ "ციურიხი" უნდა დავამარცხოთ.

გახსოვთ ბოლო მატჩი "ბარსელონა"–"რეალი"?

რა დამავიწყებს? ისე მახსოვს, თითქოს გუშინ ყოფილიყო. წავაგეთ 2:0, მაგრამ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. 25–ე წუთზე ვიქტორ ვალდესთან პირისპირ გავედი და ვერ გამოვიყენე საგოლე შანსი.

(ამ მომენტში As-ის ჟურნალისტი როისტონს აჩვენებს ამ მომენტის ფოტოს და დრენტემ ვერ შეძლო პასუხის უცებ გაცემა)

ოჰჰ, ეს იყო კოშმარი. არ მსურს ამაზე ფიქრი. მოვინდომე ვალდესისთვის დამერტყა მაღლა, მაგრამ არ გამომივიდა დარტყმა. ამ თამაშის შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება მადრიდში.

ამან იმოქმედა თქვენს თამაშზე?

მთელი "ბერნაბეუ" სტვენით შემხვდა. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს.

გულშემატკივარი დაგცინოდათ. მაგალითად, "დეპორტივოსთან" მატჩის დროს...

ეს წარსულია და დავიწყებას მიეცა. ახლა ახალი სეზონია და უფრო ბევრი უნდა ვიმუშავო.

სიტუაცია შეიცვალა და შაბათს აპლოდისმენტებით დაგაჯილდოვეს...

ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს აპლოდისმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო კარგად გავაგრძელო სამუშაო.

როგორ დაამარცხებთ "ბარსელონას"?

ცივი გონებით. საჭიროა ვიყოთ კონცენტრირებულნი. არანაირი სხვა ტაქტიკა არ გვექნება. ჩვენს სტილში ვითამაშებთ.

და რა სტილზეა საუბარი? პელეგრინიმ ის ჯერ ვერ იპოვნა...

ითამაშო ისე, როგორც გუნდმა. ჩვენ განვსხვავდებით "ბარსელონასგან". ისე არასდროს არ ვითამაშებთ, როგორც ისინი, რადგან მათ სულ სხვა ფეხბურთელები ჰყავთ.

რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს კომფორტულად?

მსურს ყველა პოზიციაზე ვისწავლო თამაში, მაგრამ თავს კომფორტულად ფლანგური ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ, როცა არაა საჭირო ბევრი დაცვა. ჰოლანდიაში მე ზოგჯერ მიწევდა მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე ასპარეზობა.

"რეალში" პროგრესი განიცადეთ თუ პირიქით?

ძალიან დიდი პროგრესირება განვიცადე.

უკვე ცოტას ეცემით, როცა თამაშობთ.

ეს იყო საკუთარი სირბილის გამო. ჩქარი სირბილის დროს ხშირად ვეცემოდი. გასულ სეზონში მარკოს ალვარესთან ვუყურე ვიდეოს და გამოვასწორე ეს ხარვეზი. ახლა შემიძლია წავიქცე, მაგრამ სათამაშო სიტუაციის დროს.

მძიმე მომენტებში ვინ გედგათ მხარში?

თვითონ. სახლში ყოფნის დროს საკუთარ თავს ბევრს ველაპარაკები.

ცოტა ცუდად ჯღერს. არავინ გეხმარებოდათ?

ნუ, როცა ცუდად ვიქცევი, მშობლები რჩევებს მაძლევენ.

რას ფიქრობთ – ისეთი კლასის ფეხბურთელი ხართ, რომელმაც უნდა ითამაშოს "რეალში"?

არ მოგწონს ჩემი თამაში?

მე ეს იმიტომ გითხარით, რომ ბევრი გულშემატკივარი ასე თვლის.

ნუ, მაშინ გეუბნებით. მე მაქვს ისეთი კლასი, რომ ვითამაშო "რეალში".

ძირითადში?

ძირითადში.

თუ სათამაშო დრო არ გექნებათ, ისე მოიქცევით, როგორც ვან ნისტელროი, რომელმაც განაცხადა, რომ მუნდიალისთვის სჭირდება სათამაშო დრო?

ვან ნისტელროის ნაკრებში თამაში სურს? არ არსებობს. ის ხომ წამოვიდა ნაკრებიდან.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც არ ათამაშებენ ძირითადში – რაულია.

რაული ნამდვილი კაპიტანია. მას ძალიან სურს ძირითადში ასპარეზობა. ის მუდამ ჩვენს კაპიტნად დარჩება. ვფიქრობ, გულში ის დარდობს, მაგრამ ეს ნორმალურია.

მომავალში ხედავთ თავს "რეალის" მწვრთნელად?

შესაძლოა. იმის მიხედვით, რომ აქ ვთამაშობ, ყველა პირობა არსებობს იმისა, რომ გავხდე "რეალის" მწვრთნელი.


ინფორმაციის წყარო: As.com
dle 10.1

  • faqo
  • 24 ნოემბერი 2009
  • 3532
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)