სტუანი : "ესპანიოლმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს"

კატალონიელთა ნახევარმცველის, კრისტიან სტუანის განცხადებით , მისმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, რადგან უკან დასახევი გზა მოჭრილია...


"ჩვენ ურიგო გუნდი არ გვყავს და შეგვიძლია მადრიდის რეალთან ჭიდილი, ლა ლიგის ეგიდით გამართულმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ მათთან თამაში შეიძლება, აქედან გამომდინარე არ უნდა დავფრთხეთ და ყველაფერი გავაკეთოთ თამაშის მოსაგებად."

"ინტენსიური ვარჯიშების შედეგად კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვიმყოფები და ყველაფერს გავაკეთებ მწვრთნელის დავალებების ჯეროვნად შესასრულებლად."

"კრიშტიანო რონალდუ და გარეთ ბეილი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ, ისინი მართლაც ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს და სახიფათო სიტუაციებს ქმნიან, აქედან გამომდინარე მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს დაცვის ხაზში."

"კარლო ანჩელოტი ძალიან კარგი მწვრთნელი გახლავთ, რაზეც მისი მოგებული ტიტულებიც მეტყველებს, დარწმუნებული ვარ იტალიელს სამეფო თასის მოგება სურს, მაგრამ ესპანიოლი მაქსიმალურად დაიხარჯება იმისათვის, რომ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვოს და გულშემატკივართა დიდი რაზმი გაახაროს." dle 10.1

  • Hala
  • 21 იანვარი 2014
  • 1265
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)