ანჩელოტი: „კმაყოფილნი ვართ ამჟამინდელი მდგომარეობით“

„ესპანიოლთან“ დაპირისპირებამდე, ანჩელოტიმ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.


რამოსი: „სერხიომ გააუმჯობესა თამაში და მოწოდების სიმაღლეზეა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით.ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი დონის ფეხბურთელის შემადგენლობაში ყოფნა.„ბეტისთან“ მატჩში მუხლის ტრავმამ შეაწუხა და ამიტომაც შევცვალეთ.ამ ეტაპზე თავს არაკომფორტულად გრძნობს.ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა ბარსელონაში.“

სატურნირო მდგომარეობა: „ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია დამაკმაყოფილებელია.ხვალ სათასო შეხვედრას გავმართავთ.გუნდი მაქსიმალურად უნდა იყოს კონცეტრირებული მოახლოვებულ მატჩებზე.“

ვარანი: „ფრანგი კარგად გრძნობს თავს და ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვარჯიშობს.ჩვენ დავაკვირდებით რაფას მომავალი 10 დღის განმავლობაში და როდესაც სრულ მზადყოფნაში იქნება, აუცილებლად ითამაშებს.მთავარია, რომ ვარჯიშს შეუდგა.“

ნეიმარის ღირებულება: „ბუღალტერი არ ვარ, რომ აღნიშნულ კითხვაზე გაგცეთ პასუხი.“

ესპანიოლი: „მეოთხედფინალის თამაშია და განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს.არ ვფიქრობ, რომ მომავალი დაპირისპირება წინამორბედისგან (რომელიც პრიმერაში შედგა რამდენიმე დღის წინ) განსხვავებული იქნება.“

4-3-3: „ეს ტაქტიკა დიდებულ ბალანსს გვაძლევს, რაც დაცვაზე ისახება.აღნიშნულ წყობაში არაკომფორტულად გრძნობს თავს ისკო.შესაძლოა, ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გამოვცადოთ.ამას ხვალ გადავწყვეტ.“

კრიშტიანუს დაასვენებთ?: „თუ დავინახავ, რომ რონალდუ დაღლილია, აუცილებლად დავასვენებთ.ასეთ დროს როტაცია აუცილებელია.“

ატლეტიკო და ბარსა შეჩერდნენ?: „ჩემი აზრით, ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებულია.პრიმერაში ადვილი გასეირნებები არარსებობს და ყველა თამაშის მოგება შეუძლებელია.მნიშვნელოვანია, რომ 6 ქულიანი ჰანდიკაპის პირობებში ბოლომდე ვიბრძოლეთ და მინიმუმამდე შევამცირედ სხვაობა.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)