ბუტრაგენიო არ თვლის "რეალს" ფავორიტად "ელ კლასიკოში"

მადრიდის "რეალის" სპორტული დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო მადრიდის "რეალს" არ თვლის ფავორიტად "ელ კლასიკოში" და ასევე გახარებულია კრისტიანო რონალდოს დაბრუნებით.


"ჩვენ "კამპ ნოუზე" ლიდერების რანგში მივდივართ" – აცხადებს ბუტრაგენიო.

"ძალიან კარგია ეს ყველაფერი. ამავდროულად გუნდი საკუთარი თამაშის ძიების პროცესშია და კრისტიანო რონალდოს დაბრუნებით ორმაგად გავძლიერდებით".

"მართალია ლიდერები ვართ, მაგრამ ეს ფავორიტად არ გვხდის. "ბარსელონა" შინ თამაშობს და საკუთარი გულშემატკივრის დახმარება ექნება. რთული მატჩი იქნება ჩვენთვის და მათთვისაც – საერთოდ ემოციური შეხვედრა იქნება".

ბუტრაგენიომ ასევე ისაუბრა კრისტიანო რონალდოს შესახებაც.

"ძალიან მოხარული ვარ კრისტიანოს დაბრუნებით. "ელ კლასიკო" დიდი მატჩია და მასში საუკეთესო ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას. რონალდოს არყოფნა კი დიდი დანაკლისი იქნება".

"თუმცა კარგად უნდა დავაკვირდეთ კრისტიანოს ჯანმრთელობის მდგომარეობას. მან ახლახანს მოირჩინა ტრავმა და სიფრთხილე გვმართებს".


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 23 ნოემბერი 2009
  • 3694
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)