რონალდუ: „„ლა დესიმაზე“ ვართ კონცენტრირებულნი“

მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა პლანეტის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელთან ინტერვიუ ჩაწერა.


- უწინარეს ყოვლისა, გილოცავთ.თქვენ საკმაოდ ემოციური გამოსვლა გქონდათ.რა ფიქრმა გაგიელვათ თავში, როდესაც თქვენი გვარი ამოიკითხეს და რას ნიშნავს თქვენთვის, პელესა და პლატინისგან ჯილდოს მიღება?
- როდესაც გავაანალიზე ყველაფერი, ბედნიერად და ამაყად ვგრძნობდი თავს.„ოქროს ბურთის“ მოგებით, თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა დამიფასდა.სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა პირველობა და ჯილდოს მიღება ისეთი ადამიანებისგან, როგორებიც პელე და პლატინი არიან, პატივია ჩემთვის.ვიმედოვნებ, რომ შემდეგ სეზონშიც შევძლებ ტიტულის დაცვას.

- 2013 წელს ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი გქონდათ.რომელიმეს ხომ არ გამოყოფდით?
- მუნდიალის საგზურის მოპოვებაზე, ემოციურად ყველაზე დატვირთული გამოდგა.

- პროფესიონალურ კარიერაში 400 გოლი გაიტანით.გაიხსენეთ, ყველაზე გამორჩეული გოლი...
- ბუნებრივია, გოლებს სხვადასხვა დატვირთვა აქვს, თუმცა ჩემთვის ყველა მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია.ძალიან მიყვარს მეტოქის კარის დამწუხრება.ამიტომად ვიტყოდი, რომ გოლები ჩემი შემადგენელი ნაწილია.

- პორტუგალიის ნაკრებს კარგი პერიოდი უდგას, რამეთუ მუნდიალის საგზური მოიპოვა, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანამ დაკარგა დიდი ადამიანი, ეუსებიოს სახით...
- დიახ, ეუსებიო ყველას ძალიან დაგვაკლდა.ის დიადი თანამემაულე იყო, რომლის გარდაცვალებამაც მთელ მსოფლიოს დაწყვიტა გული.ეუსებიოს შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, ტიტულებითა და გოლებით დახუნძლული.ის მუდამ დარჩება ჩვენს გულებში.

- რას ელოდებით მუნდიალისგან?
- ვიმედოვნებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ნაყოფიერად ჩატარებას.ამასთანავე, არასოდეს დაგვავიწყდება საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორმატჩიანი დაპირისპირება შვედებთან, რომელიც ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა, თუმცა გვესმის, რომ ბრაზილიაში გასამართი ტურნირი სხვა განზომილებაა და გუნდი განსხვავებულად მოემზადება მატჩებისთვის.ვფიქრობ, საერთო ჯამში დიდებული ჩემპიონატი იქნება, რამეთუ ისეთი საფეხბურთო კულტურის ქვეყანაში ტარდება, როგორიც ბრაზილიაა.ჩვენთვის დიდი პატივია სამხრეთ ამერიკაში ასპარეზობა.თავდაპირველად, ჯგუფური ეტაპის დაძლევა გვაქვს დასახული მიზნად და შემდეგ ვნახოდ რა მოხდება.

- ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრად ბოლო მუნდიალისგან?
- რთულია ამის თქმა, რამეთუ დიდი პერიოდი გავიდა ბოლო ჩემპიონატის ჩატარებიდან.

- თქვენს კარიერაში ჯერ „მანჩესტერი“ იყო, შემდეგ „რეალი...“
- ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოში 2 დიდ კლუბზე.ჩემთვის დიდი პატივია, რომ ორივეში შევძელი თამაში.„იუნაიტედში“ რამდენიმე ტიტული და პირველი „ოქროს ბურთი“ მოვიგე, ახლა ვარ მადრიდში, სადაც 4 წელი გავატარე და კიდევ ბევრი სეზონით ვგეგმავ დარჩენას, რამეთუ ეს იდეალური ადგილია, სადაც შემიძლია ვიყო.ბედნიერი ვარ.

- უკვე მრავალი წელი, სამეფო კლუბი ევროპის მეათე თასის მოლოდინშია.ფეხბურთელებისთვის გარკვეულ წნეხს ხომ არ წარმოადგენს „ლა დესიმა?“
- დიახ, ეს გარკვეულწილად ზეწოლაა, მაგრამ ამასთანავე, კარგი საშუალებაა მოტივაციისათვის.„რეალი“ მოწყურებულია ლიგის თასს.იმედია, ფორტუნად ჩვენ მხარეს იქნება და სეზონის ბოლოს მეათეს ავწევთ.ეს ყველას სურვილია.

- თანამედროვე ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?
- რა თქმა უნდა, კონკრეტულად ერთი გვარის გამოყოფა არ შემიძლია, რამეთუ დღესდღეობით ბევრი კარგი მოთამაშეა, რომლის ხილვაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.„ბარსელონას,“ „ბაიერნს,“ „სიტის“ და სხვებს, შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, რაც სასიხარულოა.

- ბოლო შეკითხვა, გააგრძელეთ „2014 წელს, კრიშტიანუ იქნება...“
- „იგივე, რაც იყო 2013-ში.“

Fifa.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)