The Telegraph : "30 მილიონი + კოენტრაო = რუნის"

ინგლისში უეინ რუნის მადრიდის რეალში გადასვლაზე ალაპარაკდნენ. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ინგლისელს ამჟამინდელ კლუბში დარჩენა არ სურს და კონტრაქტის გახანგრძლივებას არ თანხმდება...


The Telegraph-ის ინფორმაციით უეინი ზაფხულში შესაძლოა კარლო ანჩელოტის გუნდს შეუერთდეს, ამისათვის "ბლანკოსის" მესვეურები სერიოზული კამპანიის წარმოებას გეგმავენ.

გავრცელებული ჭორების მიხედვით ფლორენტინო პერესმა მანჩესტერ იუნაიტედს შესაძლოა ფაბიო კოენტრაო და 30 მილიონი ევრო შესთავაზოს წინახაზელის სანაცვლოდ.

მოგეხსენებათ, დევიდ მოიესს ძალიან სურს ფაბიოს მანჩესტერში ხილვა და ინგლისელები აწ უკვე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მის იჯარით წაყვანას ცდილობენ, ხელშეკრულებაში კი ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც მათ პორტუგალიელის გამოსყიდვა შეეძლებათ.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე გასაკვირი არ იქნება თუ იუნაიტედელები პერესის შეთავაზებას დათანხმდებიან და უეინს "ბლანკოსში" გაუშვებენ, ხსენებული შეთავაზების მიხედვით მათ დარჩებათ სასურველი მცველი და ბიუჯეტი 30 მილიონი ევროთი შეევსებათ, რაც პატარა თანხა ნამდვილად არ გახლავთ. dle 10.1

  • Hala
  • 15 იანვარი 2014
  • 2222
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)