რონალდუს, მესის, რიბერის, ჰაინკესისა და კლოპის პრესკონფერენცია

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიის დაწყებამდე, საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ნომინაციაშ წარდგენილმა კანდიდატებმა, პრესკონფერენცია გამართეს.


ფეხბურთელებმა საუბარი მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყეს, რომელიც 2014 წლის ზაფხულში ბრაზილიაში გაიმართება.

კრიშტიანო რონალდუ: "იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან სანახაობრივი იქნება. ეს საფეხბურთო ქვეყანაა და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონატი დაუვიწყარი გახადოს."

მესი: "ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები საუკეთესოებს შორის თამაშობს. იმედია, მჩვენ შევძლებთ საკუთარი ხალხისა და გულშემატკივრების მოლოდინის გამართლებას და ოქროს თასის დაუფლებას."

რიბერი: "ბრაზილია საფეხბურთო ქვეყანაა. ჩვენ პრობლემები გვქონდა და ამიტომაც საკვალიფიკაციო ფლეიოფებით მოგვიწია გასვლა. მზად ვარ საბრძოლველად და საუკეთესო ფეხბურთელებთან დაპირისპირებისთვის."

ჰეინკესი "ბაიერნის" წარმატების საიდუმლოს ხსნის: "ჩვენ სამი ტიტული მოვიგეთ იმიტომ, რომ "ბაიერნი" განსაკუთრებულია. მუდამ დიდებულია ატმოსფერო სუფევდა გასახდელში და ამის მიღწევაში ესეც დაგვეხმარა."

კრიშტიანო ეუსიებიოზე: "ყველამ იცის, რომ ეუსებიო ჩემი ბავშვობის კუმირია, ის ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელია და მე თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ იმ ქვეყნიდან ვარ, რომელშიც შავი პანტერა გამოდიოდა. მან სპორტის ამ სახეობისთვის და თავისი კლუბისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა... ის სუაკეთესო იყო. ყველას გვემახსოვრება, როგორც დიდებული პიროვნება. ძალიან დამწყდა გული იმის გამო, რომ ეუსებიო დღეს ჩვენ გვერდით არ არის."

მესი: "წარმატებისთვის ბევრი შრომა და იღბალი გჭირდება... ვფიქრობ, ახალგაზრდა ხალხმა უნდა იბრძლოს მიზნის მისაღწევად და უნდა იბრძოლოს ბოლომდე."

რიბერის საუკეთესო მომენტი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება. ძალიან კარგი 2013 წელი გვქონდა და მქონდა მე პირადად, როგორც ეროვნულ, ასევე საკლუბო დონეზე. ძალზედ მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. გულშემატკივრების მხარდაჭერის შედეგად მე, როგორც ფეხბურთელს ორი ღირშესანიშნავი მომენტი მქონდა 2013-ში."

რონალდუ: "მოხარული ვარ , რომ ნომინანტთა შორის ვიმყოფები და როგორც აქ მსხდომთ, მეც მინდა ჯილდოს მოგება. არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ მუდამ მაქსიმუმს ვაკეთებდი და წელსაც ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც... თუ მოვიგებ, გამიხარდება. თუ არა, ეს არაფერს არ შეცვლის. მე მუდამ ბოლომდე ვიბრძვი.."

მესი: "ჩემთვის აქ ყოფნა უდიდესი პატივია. ზედიზედ შვიდი წელია, რაც სამეულში ვარ. მორიგ ჯილდოზე უარს არ ვიტყვი, მაგრამ ჩემთვის აქ ყოფნაც ბევრს ნიშნავს."

რიბერი: "ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ამ ორ ფენომენალური ფეხბურთელის გვერდით დგომით. ვფიქრობ, რომ სამივე ჩვენგანი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ აქ მოსაგებად ვიმყოფები და მინდა, რომ ეს ჯილდო თან წავიღო.."

რონალდუ: "მე მარტო გოლები არ გამაქ. ყოველწლირად ვცდილობ, რომ გავაუმჯობესო თამაში ყველა ასპექტში. აქ სამი ტოპ კლასის ფეხბურთელები ვსხედვართ და გამარჯვებულიც სამართლიანად კენჭისყრის მიხედვით გამოვლინდება."

რონალდუ ბლატერზე: "ეს დახურული თემაა. ვისაუბრეთ და ყველაფერი გარკვეულია. არ მინდა ამაზე ლაპარაკი."

რიბერი: "ბედრნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები, თუ რა მოხდება დღეს."

რონალდუ: "კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მუდამ ვაუმჯობესებ რაღაცას და ვცდილობ ჩემივე მიღწევები დავამხო. თუ მოვიგებ ძალიან კარგი, თუ არა, სიცოცხლე ამით არ მორჩება."

მესი: "მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა გავაკეთე, არამედ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთო, რომ იგივე დონეზე დავრჩე და "ბარსელონასთან" ერთად წარმატებებს მივაღწიო. მე მუდამ წინ ვიყურები."

ჰეინკესი: "მიუხედავად იმისა, რომ აქ სამი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ზის, მე ჩემს ფეხბურთელს მივანიჭებდი უპირატესობას."

კლოპი: "მინდა, რომ საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ჰეინკესმა მოიგოს."

კითხვა მესის და რონალდუს, შურს თუ არა ერთმანეთის:

რონალდუ: "ჩემთვის მესისა და რიბერის წინააღმდეგ ბრძოლა საპატიოა, ვინაიდან მე მიყვარს კონკურენცია და მეამაყება, რომ ორივე მათგანის წინააღმდეგ მიწევს თამაში, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. მე, როგორც ყველას, მინდა, რომ საუკეთესო ვიყო საუკეთესოთა შორის და ამისთვის მუდამ მაქსიმუმს ვიღებ."

მესი: "რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ რონალდუ არ მოგწონდეს. მუდამ მითქვას და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ისეთი ფეხბურთელებისთვის , როგორიც ჩვენ ვართ კონკურენცია აუცილებელია."
dle 10.1

  • shvela
  • 13 იანვარი 2014
  • 5967
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)