„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვება 2013

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების დეტალები


- საპატიო „ოქროს ბურთი“ გადაეცა პელეს.

- ფერენც პუშკაშის ჯილდო, წლის საუკეთესო გოლისთვის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადაეცა

- Fair Play-ს ჯილდო გადაეცა ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციას

- 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება, ჰაინკესმა მოიპოვა.

- „ფიფას“ პრეზიდენტის სპეც.ჯილდო ფეხბურთის განვითარებისთვის, გადაეცემა ჟაკ როგეს

- რამოსი დაჯილდოვებაზე: „ვდილობთ, ატლეტიკოსთან სხვაობის შემცირებას.ჩვენ ყოველთვის კონკურენტები ვიყავით.მჯერა,რომ ყველაფერი გამოგვივა, რამეთუ ჩვენ ვართ მადრიდის „რეალი.“

- FIFPro-ს 2013 წლის საუკეთესო თერთმეტეული: ნოიერი, ლამი, რამოსი, სილვა, ალვესი, ინიესტა, ჩავი, რიბერი, რონალდუ, ინრაჰიმოვიჩი და მესი.

- პლასიდო დომინგო (მომღერალი): „ვფიქრობ, რომ 4 წლიანი მესის ეპოქის შემდეგ, რონალდუ იმსახურებს გამარჯვებას.რაც შეეხება რიბერის, ფრანგი გუნდურ თამაშში იყო ნაყოფიერი და არა ინდივიდუალურად.“

- რონალდუ დაჯილდოვებაზე:

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვება 2013


- რამოსი დაჯილდოვებაზე:

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვება 2013


- კონგრესჰაუსის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ რონალდუ და შეიკი.პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ქომაგებს ავტოგრაფები დაურიგა და სურათები გადაიღო მათთან ერთად.

- კონგრესჰაუსში, სადაც გაიმართება დღევანდელი ცერემონია, უკვე მივიდნენ სერხიო რამოსი და პილარ რუბიო (მეუღლე).

- კრისტიან კარამბეს ფავორიტი რონალდუა.

- ამ ყდებიდან ერთ-ერთი, „ფრანს ფუტბოლის“ ხვალინდელ ნომერს დაამშვენებს:

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვება 2013


- ფრანგული გამოცემა Parisko.fr-ს რედაქტორ გრეგ სკარის ცნობით, „ფრანს ფუტბოლი“ რონალდუს დაასახელებს გამარჯვებულად.

- პრესკონფერენცია დასრულდა, მისი ნახვა შეგიძლიათ აღნიშნულ ლინკზე.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვება 2013


- რიო ფერდინანდი ყოფილ თანაგუნდელს გამოექომაგა: „თუ კრიშტიანუს არ გადასცემენ ჯილდოს, ქუჩაში შიშველი გამოვალ.მერწმუნეთ, ეს კარგი სანახავი არ იქნება.ვამოს კრიშტიანუ!“

- რუუდ გულიტი: „რა თქმა უნდა, რონალდუ ფავორიტია.“

- რამდენიმე წუთში დაიწყება პრესკონფერენცია, სადაც მესი, რონალდუ და რიბერი უპასუხებენ ჟურნალისტების კითხვებს.მას დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ.

- რამოსი საკუთარ „თვითერზე:“ „უკვე ციურიხში ვართ და დიდი იმედი მაქ, კრიშტიანუს გადაეცემა „ოქრო.“ვამაყობ იმით, რომ ამჯერადაც მოვხვდი FIFPro-ს თერთმეტეულში.“
რამოსi მეუღლესთან (პილარ რუბიო) ერთად ჩავიდა შვეიცარიაში:


„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვება 2013


- გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, დაჯილდოვების ცერემონიაზე, რონალდუ და მესი გვერდიგვერდ ისხდებიან

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვება 2013


- რონალდუ, რამოსი და პერესი ციურიხში არიან:

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვება 2013


- მადრიდელი მანოლო სანჩესის თქმით, „თუ რონალდუს ოქროს არ გადასცემენ, ეს დიდი შეცდომა იქნება.“

- ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა პელემ, დასძინა, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული რონალდუა.გამომდინარე იქედან, რომ პელეს ეპოქაში „ფიფას,“ ფეხბურთელებისთვის ინდივიდუალური ჯილდო არ ჰქონდა დაწესებული, სამხრეთ ამერიკელის აზრით, კომპენსაციის სახით, 3 „ოქროს“ ჯილდო უნდა გადაეცეს მას.

- „ოქროს ბურთისადმი“ მიძღვნილ გალა კონცერტს, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რუუდ გულიტი და ბრაზილიელი ფერნანდა ლიმა გაუძღვებიან.

- დაჯილდოვებას დაესწრება ბრაზილიელი რონალდოც, რომელმაც განცხადა, რომ მისი ფავორიტი მესია.

- მადრიდული კლუბის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც რონალდუ ოჯახთან ერთად, რამოსი, პერესი, ბუტრაგენიო და ზიდანი შედიან, უკვე ჩაფრინდა ციურიხში.

"გერმანული გამომცემლობა "SportBild"-ი ფიფა-ს წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ოქროს ბურთს რონალდუ მოიგებს, მეორე ადგილზე გავა ფრანკ რიბერი, ხოლო მესამე ადგილს კი ლიონელ მესი დაიკავებს"

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვება 2013


ფრანკ რიბერი RTL-თან საუბრისას აღნიშნავს: "წელს მე ყველაფერი მოვიგე რისი მოგებაც შეიძლებოდა. არ ვიცი მოვიგებ თუ არა ოქროს ბურთს, მაგრამ რომ არ მოვიგო, ეს ალოგიკური იქნება. სხვა რა უნდა ქნას ფეხბურთელმა, რომ ოქროს ბურთი მოიგოს. მე ორი ძალიან ძლიერი კონკურენტი მყავს, მაგრამ მე წელს ყველაფერი მოვიგე."

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვება 2013


როსელი: "სამართლიანობის შემთხვევაში ლეომ უნდა მოიგოს"

აღნიშნული განცხადება სანდრო როსელმა ოქროს ბურთის შესაძლო გამარჯვებულის ვინაობის კომენტირებისას გააკეთა.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (228)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)