ფავორიტი რონალდუ

და გამარჯვებულია.... კრიშტიანუ რონალდუ.


აღნიშნული ფრაზის მოსმენას მთელი მადრიდული სამყარო ელოდება.ბუნებრივია, მოლოდინები გადაჭარბებული როდია, ჩვენ ვსაუბროთ ფეხბურთელზე, რომელმაც ინდივიდუალური თვალსაზრისით, 2013 წელი სრულად დაიპყრო.

განვილი კალენდარული წლის განმავლობაში, პორტუგალიელმა 69 გოლითა და ბრწყინვალე თამაშით დაგვამახსოვრა თავი.რასაც ვერ ვიტყვით მესიზე.ამ უკანასკნელმა სეზონის მნიშვნელოვანი პერიოდი ლაზარეთში გაატარა (45 გოლი).რა თქმა უნდა, მოწოდების სიმაღლეზე იყო რიბერი, თუმცა ის არაფრით გამოირჩეოდა წამყვანი თანაგუნდელებისგან, რომლებმაც ერთიანობაში ძლიერი მანქანა შექმნეს.ჯამში, ფრანგს 23 გოლი დაუგროვდა.

საფეხბურთო სპეციალისტების უმრავლსეობის აზრით, აღნიშნული ჯილდო ინდივიდუალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ.აქედან გამომდინარე, რონალდუ უკონკურენტოა და ამაზე ბევრი გამოკითხვაც მოწმობს, თუნდაც „ფიფას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებული, რომლი სმიზედვითაც, მადრიდელმა ხმების 50 %-ზე მეტი დააგროვა.ამასთანავე, მსოფლიოს მაშტაბით გამოკითხულ მწვრთნელთა, ფეხბურთელთა და ჟურნალისტთა დიდმა ნაწილმა, პირველობა სწორედ რონალდუს მიანიჭა.

საინტერესოა, რომ მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეო-ოფებამდე, საფეხბურთო სამყარო თითქოს რიბერისკენ იხრებოდა, თუმცა „ფიფამ“ პრეცედენტი დაუშვა და ხმის მიცემის ვადა 2 კვირით გადაწია, რამაც „მამალთა“ შემტევის შანშები ერთი-ორად შეამცირა, რამეთუ „ელ ფერარიმ“ მაქსიმალურად გამოიყენა არსებული ცხენის ძალები და 2 მატჩის განმავლობაში, დიდებული შოუ დადგა შვედეთთან.

და ბოლოს, დიდი ალბათობით, რონალდუს უკვე აუწყეს, რომ კარიერაში მეორედ „ოქროს“ მფლობელი ხდება, რამეთუ პორტუგალიელი ციურიხში ოჯახთან ერთად მიემგზავრება.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)