ანჩელოტი: „გუნდმა კარგად ითამაშა“

კარლო ანჩელოტი გახარებულია მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებით.


„სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით.ჩვენ გვქონდა ბალანსი, კარგად ვაგორებდით ბურთს და 90-ე წუთამდე გოლის გატანას ვცდილობდით.ჩვენს მიზანს სხვაობის შემცირება წარმოადგენდა და შევასრულეთ.თავდაპირველად, ფეხბურთელებმა სუსტად დაიწყეს, თუმცა 15 წუთის შემდეგ, მატჩის სადავეები ჩავიგდეთ ხელში.“

„„ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ წარმატებით ასპარეზობენ.ამიტომაც, ჰანდიკაპის შემცირება სასიხარულოა.“

„პეპე კარგ სეზონს ატარებს.ზაფხულში ვუთხარი, რომ „რეალისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო.მისი და რამოსის სახით, დიდებული მცველები გვყავს.ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვარანი, რომელიც მალე დაბრუნდება და ნაჩო.საბედნიეროდ, ბოლო მატჩებში დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ, რაც სტატისტიკაზეც აისახა.“

„მოდრიჩი დიდებულად ასრულებს სამუშაოს, როგორც შეტევაში, ასევე უკან.სწორედ ნახევარმცველების ნაყოფიერი თამაშის დამსახურებაა ის, რომ გუნდს კარგი ბალანსი აქვს.“

„„ოქროს ბურთის“ გამარჯვებული დღეს გახდება ცნობილი.მადრიდელები ვიმედოვნებთ, რომ რონალდუ არავის დაუთმობს პირველობას.“

„პრიმერას მოსაგებად 100 ქულის დაგროვებაა საჭირო.ბუნებრივი, ეს რთულია, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით მივიწევთ ამისაკენ.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)