ჩაბი: „მადრიდი საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვიყო“

სამეფო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ბასკმა საყრდენმა პირველად ჩაწერა ინტერვიუ Realmadrid TV-სთან.


- ჩაბი, თქვენ კიდევ 2 წლით დაუკავშირეთ მომავალი „რეალს.“ რას გრძნობთ გახანგრძლივების შემდეგ?
- ძალიან ბედნიერი ვარ მიღებული გადაწყვეტილებით.ვიმუშავებ თავდაუზოგავად, რათა ტიტულების მოგებაში დავეხმარო გუნდს.

- რა მიზანი გამოძრავებდათ, როდესაც განახლებულ ხელშეკრულებას მოაწერეთ ხელი?
- მადრიდი საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვიყო.სიმართლე გითხრათ, კლუბის, თანაგუნდელებისა და ქომაგების მხარდაჭერიდან გამომდინარე, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ მქონდა.ისინი ყოველთვის მხარში მედგნენ რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემთვის.ოჯახიც ბედნიერად გრძნობს თავს დედაქალაქში.

- შენი გახანგრძლივება, ქომაგებისთვის, დაგვიანებული საშობაო საჩუქარია...
- ვეცდები, გავაგრძელო მაღალ დონეზე ასპარეზობა.გუშემატკივრების პატივისცემას ყოველთვის ვგრძნობდი.

- 5 წლიანი მადრიდული კარიერის თავზე, „ბერნაბეუ“ თქვენი სახლია...
- რაც დრო გადის, უფრო მეტს ვგრძნობ მისგან.უკვე 5 წელი „რეალში“ ვთამაშობ და კიდევ 2 წელი ვიქნები აქ.ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება მადრიდში გატარებული პერიოდი.„ბლანკოსი“ ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ნამდვილად სახლის ტოლფასია.

- სეზონის მნიშვნელოვანი მომენტი წინ არის...
- ყველაფრის მოგება გვინდა.ვიცით, რომ რთულია, მაგრამ ჩვენ მაღალი ამბიციები გვაქვს.რაც შეიძელბა მომზადებულნი უნდა შევხვდეთ თებერვალს.შემადგენლობა ცდილობს თამაშის გაუმჯობესებას.იმედია, მიზნების გახნორციელებას შევძლებთ.

- როგორ გრძნობ თავს, ფიზიკური თვალსაზრისით?
- კარგად.მძმე ტრავმის შემდეგ, წარმატებით დავბრუნდი მოედანზე.ყურის მდგომარეობაც ნელ-ნელა უმჯობესდება.

- თქვენ ილიარამენდის მასწავლებელი ხართ...
- მასწავლებელი არა, უბრალოდ შედარებით გამოცდილი თანაგუნდელი.ვფიქრობ, ჩემსა და ასიერს შორის ბევრი მსგავსებაა.ის ძალიან მონდომებულია და რაც მთავარია სწავლობს.ვფიქრობ, დიდებული ნახევარმცველი დადგება ილიარამენდისგან.

- ბევრი ამბობს, რომ თქვენ ნამდვილი მწვრთნელი ხართ მწვანე მინდორზე...
- ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია დიდ პასუხისმგებლობასა და ყურადღებას მოითხოვს.შენ ხარ დამაკავშირებელი, დაცვისა და შეტევის.აქედან გამომდინარე, მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.ვფიქრობ, რომ კარგად ვკითხულობ თამაშს და ყოველთვის ვცდილობ სამუშაო შევუმსუბუქო მწვრთნელს.ანჩელოტისთან, როგორც ყველა მის წინამორბედთან იდეალური ურთიერთობა მაქვს.გუნდის დარიგება ძალიან რთულია.

- ჩაბი ის ფეხბურთელია, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას იღებს თამაშისგან?
- რა თქმა უნდა.როდესაც გუნდი შესანიშნავად თამაშობს, ან როდესაც ცოტათი მოიკოჭლებს, ვცდილობ, სიამოვნება მივიღო ამ ყველაფრისგან, რამეთუ ეს ფეხბურთის ნაწილია.

- კრიშტიანუ საუკეთესოა მსოფლიოში?
- დიახ.ამას თითოეულ შეხვედრაში ამტკიცებს.მისი ციფრები უბრალოდ საოცრებაა.აუცილებლად იმსახურებს „ოქროს ბურთს.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)