ალბიოლის პრესკონფერენცია

რაულ ალბიოლმა განაცხადა, რომ გუნდი ახლა მთლიანად კონცენტრირებულია "ციურიხთან" მატჩზე.


როგორ გრძნობთ თავს?

შესანიშნავად, მთლიანად გამოვჯანმრთელდი.

რა უნდა გააკეთოს გუნდმა, რომ გულშემატკივარი აღაფრთოვანოს?

ეს ვერ მოვახერხეთ "რასინგთან" მატჩში, მაგრამ ახლა ლიდერები ვართ და ვიწყებთ ჩვენი თამაშის დემონსტრირებას. თუ ასეთ ტემპში გავაგრძელებთ, უფრო დამაჯერებლად მოვიგებთ.

თქვენ ლიდერები გახდით, მაგრამ პელეგრინიმ განაცხადა, რომ გუნდმა ვერ ითამაშა კარგად და არც ცუდად.

ამ ეტაპზე კარგი სვლით მივდივართ ლა ლიგაში. ასევე კარგად გამოვდივართ ჩემპიონთა ლიგაზე, მიუხედავად "მილანთან" წარუმატებლობისა. ერთადერთი ცუდი ის არის, რომ "ალკორკონთან" ფიასკო განვიცადეთ.

როგორც ჩანს მესი ვერ ითამაშებს "ელ კლასიკოში"...

თუ ეს სიმართლეა, კოლეგების ტრავმა არასოდეს მიხარია. რა თქმა უნდა ეს ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს, მაგრამ "ბარსელონას" შემადგენლობა ძლიერია და დარწმუნებული ვარ მის შეცვლას შეძლებენ. საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა გავიმარჯვოთ "კამპ ნოუზე".

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" ახლა მეორე ადგილზეა, ისინი უფრო კარგად თამაშობენ, ვიდრე "რეალი"...

ისინი კარგ ფეხბურთს აჩვენებენ. ჩვენ ახლა დავიწყეთ გუნდის შენება. ვიცით, რომ კარგად უნდა ვითამაშოთ. ვიმედოვნებთ, საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ უახლოეს მომავალში.

რონალდო თუ მესი?

ორივე ფეხბურთელი თავიანთ გუნდებში შესანიშნავად თამაშობს. ორივე საუკეთესოა მსოფლიოში. მათ შეუძლიათ შეცვალონ მატჩის ბედი. რონალდო ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც მესი "ბარსელონასთვის".

მომდევნო მატჩი "ციურიხთან" ჩემპიონთა ლიგაზე გაქვთ.

ახლა ყველანი ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ვერ გავექცევით "კლასიკოზე" საუბარს, მაგრამ "ციურიხზე" ვფიქრობთ.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 22 ნოემბერი 2009
  • 1728
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)