ბერტრანი : "მადრიდში გოლის გატანა გვესაჭიროება"

პამპლონელთა მცველის, მარკ ბერტრანის განცხადებით, ბასკებისთვის ერთი გოლის გატანა ბერნაბეუზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება...


"ურთულესი მატჩი გველის, როგორც ჩანს იღბალი ჩვენ მხარეს არ აღმოჩდა, რადგან მეტოქე მადრიდის რეალია, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ."

"სტადიონზე დიდი პრობლემების წინაშე გვიწევს დგომა, რადგან სრულიად მადრიდი "ბლანკოსს" გაამხნევებს შეძახილებით, მაგრამ ამას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ვეცადოთ, რომ კარლოს გუნდმა საკუთარი თამაში არ იპოვოს."

"თუკი ბერნაბეუზე გოლის გატანას მოვახერხებთ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ მომდევნო ეტაპისაკენ, კასილასის კარის დალაშქვრა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ "მერენგების" კარი ავიღოთ და საშინაო არენაზე შედარებით მშვიდად გავიდეთ."

"მადრიდელებს ბრწყინვალე ნახევარდაცვის ხაზი ჰყავთ, რომელსაც პირველ რიგში ლუკა მოდრიჩი და ჩაბი ალონსო აკონტროლებენ, ამ ორ ფეხბურთელს გუნდში დიდი როლი აქვს, რადგან სწორედ ისინი წარმართავენ მატჩის ტემპს."

"თამაშს კონტრშეტევებზე ავაგებთ და ვეცდებით მაქსიმალურად მობილური გუნდი ვიყოთ, სხვა შემთხვევაში დედაქალაქელებთან წარმატების მიღწევა წარმოუდგენლად რთული იქნება." dle 10.1

  • Hala
  • 9 იანვარი 2014
  • 1340
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)