"დუმილი ოქროა" - ჩაბი ალონსო

მოგეხსენებათ, ჩაბი ალონსოსთან დაკავშირებით ესპანეთში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ფაქტი ის გახლავთ, რომ ნახევარმცველი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ესეიგი მას გუნდიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი...


2013 წლის ბოლო შეხვედრა ვალენსიელთა წინააღმდეგ ჩაბიმ ბრწყინვალედ ითამაშა და არაფერი ეტყობოდა იმისა, რომ არაკომფორტულად იყო, თუმცა ძალიან ხშირად ისმის ხმები იმის შესახებ, რომ ჩაბი დედაქალაქში ბედნიერი აღარ არის და სიტუაციის გამოცვლა სურს.

"ბლანკოსში" თამაშზე ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ოცნებობს, თუმცა მას როგორც ჩანს მობეზრდა მუდმივ დაძაბულობასა და სტრესში ყოფნა, აქედან გამომდინარე განტვირთვა გადაწყვიტა.

სელტასთან შეხვედრაში პირველი ნახევრის შემდეგ ალონსო ახალგაზრდა ასიერ ილიარამენდიმ შეცვალა, რომელიც ბასკის მთავარ შემცვლელად სახელდება და კარლო ანჩელოტი სწორედ მასში ხედავს ახალ ალონსოს.

მატჩისშემდგომ პრესკონფერეციაზე კარლომ განაცხადა, რომ ჩაბის ყური ტკიოდა და სწორედ ამიტომ გავიდა მოედნიდან, თუმცა ოცდამეერთე საუკუნის ევროპაში მედიცინა იმდენად წინ ნამდვილად წავიდა, რომ შესაბამისი მედიკამენტის საშუალების მოთამაშის თამაში გაეგრძელებინა, აქედან გამომდინარე მთავარი მწვრთნელის წარმოთქმული მიზეზი მტკნარი სიცრუე გახლავთ.

ფაქტი ის არის, რომ ნახევარდაცვის ბურჯი თავს არც ისე კარგად გრძნობს, აქედან გამომდინარე რაღაც უნდა შეიცვალოს. ფლორენტინო პერესი ვალდებულია ან კონტრაქტის გახანგრძლივება მოახერხოს ფეხბურთელთან, ან სხვა კლუბში გაუშვას, რადგან სეზონის ბოლოს ესპანელი თავისუფალი აგენტი გახდება და "ბლანკოსი" მის სანაცვლოდ 1 ცენტსაც ვეღარ მიიღებს, რაც პრეზიდენტის გეგმებში ნამდვილად არ შედის.

ამ ხნის მანძილზე ჩაბი დუმილს ამჯობინებს, როგორც ჩანს მისთვის "დუმილი ოქროა", კლუბის ხელმძღვანელობას კი აქტიურობა მართებს. dle 10.1

  • Hala
  • 8 იანვარი 2014
  • 1743
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)