ანჩელოტი: "ხვალ ბეილი სასტარტოში დაიწყებს"

კარლო ანჩელოტი "ოსასუნასთან" გასამართი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა.


"დი მარიას უნდა დავუჯეროთ და თუ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მან ამისთვის ბოდიში მოიხადა. ხალხს უყვარს თავისი ფეხბურთელები და მჯერა, რომ "ბერნაბეუზე" პრობლემა არ გვექნება" - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე.

იტალიელმა ასევე დაადასტურა, რომ ანხელ დი მარია ხვალ სასტარტოდან არ დაიწყებს თამაშს: "მაგრამ არა ზემოთხსენებული მიზეზის გამო, არამედ სხვა ფეხბურთელებს ვათამაშებთ და იმიტომ."

დი მარიას საქმე: "ფეხბურთელმა გააკეთა თავისი განმარტება და ჩვენ გვჯერა მისი სიტყვების. თუ ვინმე თვლის, რომ ეს ცუდი და ამაზრზენი საქციელი იყო, მან ბოდიში მოიხადა და ყველაფერი ამით მორჩა, ვინაიდან მოთამაშეები კონცენტრირებულნი არიან თამაშზე და არა "ბერნაბეუზე" პრობლემების შექმნაზე. ხალხს, როგორც ყოველთვის, თავისი ფეხბურთელებისგან უფრო მეტი უნდა, სამაგიეროდ მეტის მიღების შემთხვევაში უსასრულოდ მეტ სიყვარულს გასცეს მათზე და ამიტომაც არანაირი პრობლემა არ იქნება. დი მარიას საქმე მალე დავიწყებას მიეცემა, ვინაიდან ჩვენ ის მთელი სეზონის მანძილზე გვჭირდება."

"ხვალ დი მარია არ იქნება სასტარტოში, ვინაიდან უფრო დასვენებულ ხალხს დავაყენებ.მას არ აქვს თამაშის პრობლემა, ის მადრიდში ბედნიერია. მშვიდადაა და მშვენიერი ურთიერთობა აქვს ყველასთან. გვინდა, რომ მას კარგი სეზონი ქონდეს."

პირველი რაუნდი "ოსასუნასთან": "სახლში თამაში უფრო კომფორტულია, ვიდრე გასვლაზე. "ოსასუნამ" ბევრი პრობლემა შეგვიქმნა ლა ლიგის თამაშში და ამიტომაც ეს რთული შეხვედრა იქნება. ჩვენთვის ეს ტურნირი მნშვნელოვანია და ხვალ პირველ რაუნდში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ სასურველი ანგარიშით."

მარჯვენა მცველი: "არ მყავს გამოკვეთილი ფავორიტები. ორიველ მათგანი იდეალურად ირჯერა, როგორც კარვახალი, ასევე არბელოაც. მე როტაციას მივმართავ იმიტომ რომ, ფეხბურთელები ერთნაირი ნიჭის პატრონები არიან. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ორივე მწყობრში გვყავდეს, ვინაიდან მათგან ძალიან ბევრ მუშაობას ვითხოვ. როტაცია ჩემი აზრით აუცილებელი და მნიშვნელოვანია."

დი მარიას და კოენტრაუს მომავალი: "მათთან ამაზე არ მილაპარაკია, ვინაიდან სალაპარაკო არაფერი არ გვაქ. არავინ არ წავა და არავნ არ მოვა ამ სატრანსფერო ბაზრისას. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს. არავინ და არაფერი არ გვჭირდება."

ლუკა მოდრიჩი: "ის საკმაოდ კარგად თამაშობს და კარგადაც ვითარდება. თავდაჯერებულობა არ აკლია და იცის, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. მას კიდევ უფრო შეუძლია მომატება, ვინაიდან დიდი ნიჭის პატრონია."

რთული კვირა: "დოჰაში გამგზავრებამ კორექტირებები შეიტანა "სელტასთვის" მოსამაზდებელ შეხვედრაში და ჩემი აზრით ამ კვირას ყველაფერი დალაგდება."

მესისთან დაკავშირებით: "ძალიან კარგია, როგორც მათთვის, ასევე ლა ლიგისთვისაც, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მწვანე მინდორს უბრუნდება. ჩვენთვის ეს უფრო მეტად აძლიერებს კონკურენციას, ვინაიდან "ბარსა" მესისთან ერთად სხვა გუნდია, ხოლო მის გარეშე კიდე სრულიად სხვა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება. თუ ჩვენ კვირას გავიმარჯვებთ, მაშინ გავიუმჯობესებთ მდგომარეობას, ვინაიდან არამგონია "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" ორივემ მოიგოს."

კრიშტიანოს სამუშაო დღე: "უდიდესი პროფესიონალია. ძალიან ბევრ დროს ატარებს სავარჯიშო დარბაზში და მუდამ აკონტროლებს ჭამასა და ვარჯიშს. ის მუდამ მზადაა სათამაშოდ.". dle 10.1

  • shvela
  • 8 იანვარი 2014
  • 1785
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)